Робота для біженців з України
პროექტის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროექტის მენეჯერი
მომწოდებელი: დეტექტი
გამოქვეყნდა: 10 მარტი / ბოლო ვადა: 10 აპრილი
სახანძრო უსაფრთხოების კომპანია "DETECT" აცხადებს ვაკანსიას პროექტ-მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, გურამიშვილის გამზირი N73
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00 საათამდე
ანაზღაურება: 3000 ლარი + ბონუსი

ძირითადი მიმართულებები:

** სახანძრო დეტექციის სისტემები
** სახანძრო ვენტილაციის სისტემები
** სახანძრო წყალმომარაგებისა და სპრინკლერის სისტემები

პასუხისმგებლობები:

** პროექტის დაგეგმვა და სამუშაო პროცესის ორგანიზება
** სამონტაჟო ბრიგადების მართვა და კოორდინაცია
** სამუშაო გრაფიკის შედგენა და ვადების კონტროლი
** ობიექტებზე სამუშაო პროცესის მონიტორინგი
** მასალების და ტექნიკური რესურსების დაგეგმვა
** პროექტის მიმდინარეობის კონტროლი ხარისხისა და უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად
** დამკვეთებთან კომუნიკაცია და სამუშაო პროგრესის ანგარიშგება
** შესრულებული სამუშაოების ჩაბარება დამკვეთთან

მოთხოვნები:

** გამოცდილება საინჟინრო ან სამშენებლო პროექტების მართვაში
** სასურველია გამოცდილება სახანძრო სისტემების მიმართულებით
** ტექნიკური ნახაზებისა და პროექტების წაკითხვის უნარი
** Microsoft Office პროგრამების ცოდნა

კანდიდატის შერჩევა მოხდება რამდენიმე ეტაპად:

** CV-ის განხილვა;
** გასაუბრება.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@detect.ge და მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "პროექტ-მენეჯერი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე