Робота для біженців з України
გაყიდვების კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: ბარისტო
გამოქვეყნდა: 10 მარტი / ბოლო ვადა: 10 აპრილი
კომპანია "ბარისტო" ყავის და ვენდინგ აპარატების ერთ ერთი ყველაზე მსხვილი სავაჭრო ქსელია საქართველოში.

მიმდინარე ეტაპზე კომპანია წარმოდგენილია: 400 -ზე მეტი ქსელური სავაჭრო ობიექტით და ასევე აერთიანებს პროგრამული უზრუნველყოფის და ტექნიკური სერვისის მიმართულებებს.

ჩვენს გასაცნობად გადმოდი ბმულზე: https://baristo.ge/ka

ამჯერად კომპანია "ბარისტო" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე

ანაზღაურება: 1000 ლარი (ზრდის პერსპექტივით)
სამუშაო განაკვეთი: თვეში 15 დღე, 2/2 .სამუშაო დრო 10:00 - 19:00
სამსახურის მდებარეობა: თბილისი, ქსნის ქუჩა 25

ფუნქცია მოვალეობები:

** მაღაზიაში წარმოდგენილი ასორტიმენტის სრულყოფილი შესწავლა და გაცნობა მომხმარებლისთვის (როგორც საცალო, ასევე B2B სექტორი)
** შემოსული მომხმარებლების მიღება სტანდარტების შესაბამისად
** შესაბამისი სალარო გატარებების წარმოება
** ახალი მარაგების განთავსება შოუ რუმში
** შეკვეთილი პროდუქციის მომზადება და მომხმარებელზე/კურიერზე გადაცემა
** მომხმარებლის საჭიროებიდან გამომდინარე კომპანიის ტექნიკურ გუნდთან კომუნიკაცია
** მომსახურებასთან დაკავშირებული სრული დოკუმენტაციის წარმოება (ხელშეკრულება, მიღება ჩაბარების აქტი და ა.შ)
** შესრულებული სამუშაოს შესახებ პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან

აუცილებელი მოთხოვნები:

** ინფორმაციის/პროდუქციის მახასიათებლების საინტერესოდ და სრულყოფილად წარდგენის უნარი
** გამართული მეტყველების უნარი
** ენები:რუსული, ინგლისური

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საოფისე პროგრამების MS WORD; EXCELL სამომხმარებლო დონეზე ცოდნა
** უცხო ენები: ინგლისური, რუსული - კომუნიკაციის შესაძლებლობა

პიროვნული თვისებები:

** სერვისზე და მომხმარებლის კმაყოფილებაზე ორიენტირებული
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირებული
** გუნდური მუშაობის უნარი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ რეზიუმე: hr@baristo.ge

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით ან წინამდებარე ვაკანსიაზე სხვა ფორმით გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ წინასწარ აცხადებთ თანხმობას, რომ კომპანია "ბარისტო" უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები. თქვენი მონაცემები კომპანია "ბარისტოს" მონაცემთა ბაზაში შენახული იქნება ერთი წლის განმავლობაში და კომპანიაში იგივე ან მსგავსი პოზიციაზე ვაკანსიის შემთხვევაში იგი განხილული შეიძლება იქნეს კომპანიის მიერ. თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოგვმართოთ პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნით და ჩვენ დაუყოვნებლივ წავშლით მას ჩვენი მონაცემთა ბაზიდან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე