Робота для біженців з України
სავაჭრო ქსელის დისტრიბუტორის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სავაჭრო ქსელის დისტრიბუტორის ასისტენტი
მომწოდებელი: ბარისტო
გამოქვეყნდა: 10 მარტი / ბოლო ვადა: 10 აპრილი
კომპანია "ბარისტო" ყავის და ვენდინგ აპარატების ერთ ერთი ყველაზე მსხვილი სავაჭრო ქსელია საქართველოში.

მიმდინარე ეტაპზე კომპანია წარმოდგენილია: 400 -ზე მეტი ქსელური სავაჭრო ობიექტით და ასევე აერთიანებს პროგრამული უზრუნველყოფის და ტექნიკური სერვისის მიმართულებებს.

ჩვენს გასაცნობად გადმოდი ბმულზე: https://baristo.ge/ka

ამჯერად კომპანია "ბარისტო" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - სავაჭრო ქსელის დისტრიბუტორის დამხმარე

პირობები:

** ანაზღაურება: 1400 ლარი NET
** სამუშაო განაკვეთი: კვირაში 5 სამუშაო დღე, სტანდარტულად 8 სამუშაო საათი;
** სამსახურის მდებარეობა: თბილისი
** ჯანმრთელობის დაზღვევა - დასაქმებიდან 2 თვის შემდეგ
** Fitpass (ფარავს თანამშრომელი)

მოვალეობები: სავაჭრო ქსელის დისტრიბუტორ-ოპერატორის დახმარება სამუშაოს სრულფასოვნად და ხარისხიანად განხორციელების მიზნით, რაც გულისხმობს: ქსელში წარმოდგენილი აპარატების მუდმივად გამართულ რეჟიმში მუშაობის უზრუნველყოფას.

აუცილებელი მოთხოვნები:

** მართვის მოწმობა "ბ" კატეგორია და მართვის გამოცდილება.
** ტექნიკური უნარ ჩვევების ქონა

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირებული
** გუნდური მუშაობის უნარი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ რეზიუმე: hr@baristo.ge; მეილის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

ტელ: 598 443 903

აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია შპს "ბარისტომ" დაამუშაოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურის წარმართვა - კანდიდატის შესაბამისობის დადგენა ამ და ასევე შესაძლო სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით.

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც შესაბამისი მოთხოვნით უნდა მოგვმართოთ ელფოსტაზე: hr@baristo.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე