Робота для біженців з України
ხორცის დარბილება/დამუშავების სპეციალისტი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხორცის დარბილება/დამუშავების სპეციალისტი
მომწოდებელი: ექსტრამითი
გამოქვეყნდა: 10 მარტი / ბოლო ვადა: 10 აპრილი
გახდი ჩვენი ოჯახის ახალი წევრი!

კვების პროდუქტების მწარმოებელი კომპანია "ექსტრამითი" თანამედროვე დონეზე აღჭურვილი ხორცპროდუქტებისა და ნახევარფაბრიკატების საწარმოა. 2020 წელს კომპანია "ექსტრამითს" დაემატა კიდევ ერთი ახალი მიმართულება - სწრაფი კვების ქსელი "ექსტრამითის პავილიონი".

კომპანია "ექსტრამითი" აცხადებს ვაკანსიას ხორცპროდუქტების წარმოებაში ხორცის დარბილება/დამუშავების სპეციალისტის პოზიციაზე.

პოზიციის აღწერა: კანდიდატი პასუხისმგებელი იქნება ხორცის დამუშავება/დარბილებაზე და მომზადების ტექნოლოგიური პროცესების სწორად და უსაფრთხოდ განხორციელებაზე.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ გუნდს;
** ერთჯერად კვებას;
** სამედიცინო დაზღვევას კომპანიის თანადაფინანსებით;
** Fitpass-ის კლუბის წევრობას დასაქმებულზე და მის ოჯახის წევრებზე.
** შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი 24 დღიანი ანაზღაურებადი შვებულებით და და 5 დღიანი DAY OFF-ით.

პირობები:

** პოზიციის მდებარეობა: ქ. ქუთაისი
** ანაზღაურება: შეთანხმებით (გამოცდილების მიხედვით).
** სამუშაო დრო: სრული განაკვეთი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ნედლი ხორცის მიღება, პირველადი დათვალიერება და ხარისხის კონტროლი.
** ხორცის დამუშავება ტექნოლოგიური პროცესის შესაბამისად (დაჭრა, დანაწევრება, გასუფთავება, დარბილება და სხვა ოპერაციები).
** პროდუქციის დამზადება კომპანიაში არსებული ტექნოლოგიური პროცესებისა და რეცეპტურის შესაბამისად.
** საწარმოო დანადგარებისა და სამუშაო ინვენტარის სწორად გამოყენება და მოვლა.
** პროდუქციის სწორი შენახვის პირობების კონტროლი.
** სამუშაო ადგილის სისუფთავისა და წესრიგის უზრუნველყოფა, საწარმოო ჰიგიენისა და სანიტარული ნორმების დაცვა.
** წარმოების პროცესში უსაფრთხოების წესების დაცვა.
** საჭიროების შემთხვევაში სხვა საწარმოო პროცესებში მონაწილეობის მიღება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია ხორცპროდუქტების წარმოებაში მუშაობის გამოცდილება.
** ხორცის დამუშავების საბაზისო ტექნოლოგიური პროცესების ცოდნა.
** სანიტარული და ჰიგიენური ნორმების ცოდნა.
** ფიზიკური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი.
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე და გუნდური მუშაობის უნარი.

კანდიდატის შერჩევა წარმოებს გასაუბრების საფუძველზე.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელფოსტაზე vacancy@extrameat.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე: + (995) 595 90 45 85 (დაგვირეკეთ სამუშაო საათებში)
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს FACEBOOK გვერდს https://www.facebook.com/extrameat.ge

სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიცია და ქალაქი (ქუთაისი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

კომპანია "ექსტრამით"_ში თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. წინამდებარე ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან იქნას შეგროვებული და დამუშავებული თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.".

ასევე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვდეს სხვა რელევანტური პოზიციისთვის. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელფოსტაზე: vacancy@extrameat.ge

კომპანია "ექსტრამითი" გისურვებთ წარმატებას.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე