Робота для біженців з України
ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: Weizman Capital
გამოქვეყნდა: 10 მარტი / ბოლო ვადა: 10 აპრილი
საერთაშორისო საინვესტიციო კომპანია "Weizman Capital" ეძებს თანამშრომელს ბუღალტრის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** ბუღალტრული გატარებების გაკეთება, კომპანიის აღრიცხვიანობის მართვა;
** ყოველთვიური მოგების, საშემოსავლოს და დღგ-ს დეკლარაციების მომზადება/გადაგზავნა;
** rs.ge-ზე მუშაობა, ზედნადებების, ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა და სხვა;
** პროგრამა 1C-ის (ERP) კარგად ცოდნა და მუშაობის გამოცდილება;
** ფინანსური ანგარიშგებებისა და სხვადასხვა რეპორტების მომზადება.

აუცილებელი პირობები:

** პროგრამა 1C-ის (ERP) სრულყოფილი ცოდნა;
** ბუღალტრად მუშაობის გამოცდილება (სასურველია ფინანსური, უძრავი ქონების განხრით);
** უმაღლესი განათლება ბუღალტრული / ფინანსური აღრიცხვის მიმართულებით;
** სასურველია კანდიდატს დამატებით ჰქონდეს გავლილი ბუღალტერიის კურსები.

სამუშაო პირობები:

ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით, 09:00 - 18:00-მდე
ანაზღაურება საწყისი - 3000ლ. (ხელზე აღებული) ზრდის პერსპექტივით

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@weizmancapital.com და Subject-ში მიუთითოთ ბუღალტერი

კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: 598 867 868, ან (032) 2205046.

თუ აუცილებელ პირობებს არ აკმაყოფილებთ, გთხოვთ, (CV) არ გამოაგზავნოთ.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე