|
დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
სასტუმრო
|
|
გამოქვეყნდა: 10 მარტი
/ ბოლო ვადა: 10 აპრილი
|
პრემიუმ კლასის სასტუმრო თელავის რაიონ სოფელ რუისპირში, აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სასტუმროში წარმოდგენილია 43 ნომერი, განცალკევებული რესტორანი, ტერასა სასტუმროს თავზე, აუზი, ასევე შიდა და გარე ბარი, რაც სტუმრებს მრავალფეროვან სერვისს სთავაზობს.
ვაკანსია: გაყიდვების მენეჯერი - სასტუმრო მეტეო, კახეთი.
ძირითადი მოვალეობები:
** სასტუმროს გაყიდვების სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება
** ახალი კორპორატიული კლიენტებისა და ტურისტული სააგენტოების მოძიება
** თანამშრომლობა ტუროპერატორებთან, კომპანიებთან და ღონისძიებების ორგანიზატორებთან
** ჯგუფური ჯავშნების, ღონისძიებებისა და კონფერენციების გაყიდვა
** საერთაშორისო ონლაინ პლატფორმებთან მუშაობა (Booking, Expedia და სხვა)
** გაყიდვების ანგარიშების მომზადება და ბაზრის ანალიზი
მოთხოვნები კანდიდატისთვის:
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება სასტუმროს სფეროში გაყიდვების მიმართულებით
** ინგლისური ენის ცოდნა (სავალდებულოა); რუსული ენის ცოდნა პლუსია
** ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები
** გაყიდვებზე ორიენტირებული აზროვნება
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა
** გუნდური მუშაობის უნარი
პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე / 2 დასვენება
** ანაზღაურება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად + ბონუსები გაყიდვებიდან.
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა
** სტაბილური და მეგობრული სამუშაო გარემო
CV-ები მიიღება ელ.ფოსტაზე:
Info@hotelmeteo.ge
Hotelmeteo2025@gmail.com
+995 511 124 444
|
|
|
|