Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=706664&print=yes&view=jobs
 
სტაჟირება - სისტემებისა და ქსელების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტაჟირება - სისტემებისა და ქსელების სპეციალისტი
მომწოდებელი: პალიტრა ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 10 მარტი / ბოლო ვადა: 10 აპრილი
"პალიტრა ჰოლდინგი" აცხადებს სტაჟირებას სისტემებისა და ქსელების სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ოპერაციული სისტემების ინსტალაცია და კლონირება;
** კომპიუტერული ტექნიკის პროგრამული უზრუნველყოფა;
** პერიფერიული მოწყობილობების (პრინტერი, სკანერი, სვიჩი, როუტერი) ინსტალაცია, გამართვა და მომსახურება;
** კომპიუტერული ტექნიკის დიაგნოსტიკა;
** კომპიუტერული ტექნიკის შეკეთება (ნაწილების შეცვლა/გამართვა);
** მომხმარებლებთან (user-ებთან) მაღალი ხარისხის სერვისზე ორიენტირებული მუშაობა;
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებით სხვა ტექნიკური ან პროგრამული სამუშაოების შესრულება (კომპეტენციის ფარგლებში).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
** კომპიუტერულ ტექნიკასთან მუშაობის საბაზისო ცოდნა;
** ოპერაციულ სისტემებთან (Windows 7 / Windows 10) მუშაობის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
** პროგრამებისა და გარე მოწყობილობების (პრინტერი, სკანერი და სხვა) ინსტალაციის საბაზისო უნარები;
** კომპიუტერში წარმოქმნილი მარტივი ტექნიკური პრობლემების იდენტიფიცირების უნარი;
** კომპიუტერის ძირითადი კომპონენტების შესახებ საბაზისო ცოდნა;
** პერიფერიულ ტექნიკასთან მუშაობის საბაზისო ცოდნა;
** ქსელური ინფრასტრუქტურის შესახებ ზოგადი წარმოდგენა;
** განვითარებისა და ახალი ტექნოლოგიების ათვისების სურვილი;

პიროვნული მახასიათებლები:

** ორგანიზებული;
** ტექნიკური პრობლემების ანალიზისა და გადაჭრის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო გრაფიკი: სრული; 10:00-18:00 საათი
ადგილმდებარეობა: იოსებიძის ქ.#49

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 10 აპრილი.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელ. მისამართზე: vacancy@palitra.ge, Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშავოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშავოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.
"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: vacancy@palitra.ge

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია