Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=706656&print=yes&view=jobs
 
ექიმი რადიოლოგის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ექიმი რადიოლოგის ასისტენტი
მომწოდებელი: ინიციო
გამოქვეყნდა: 10 მარტი / ბოლო ვადა: 31 მარტი
კლინიკა ინიციო (შპს"ინიციო") აცხადებს ვაკანსიას ექიმი რადიოლოგის ასისტენტის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, დიდი დიღომი, მირიან მეფის ქ11ბ
გრაფიკი: ნახევარი განაკვეთი

სავალდებულო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება/ საექთნო საქმე;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის ერთ წლიანი გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები:

** პაციენტის ისტორიის შევსება ექიმის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით;
** სამედიცინო დოკუმენტაციის დროული და სრულყოფილი წარმოება;
** პაციენტის მომსახურება სერვისის სტანდარტების შესაბამისად;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა მოვალეობის შესრულება.

პიროვნული უნარები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და პუნქტუალობა;
** კომუნიკაციის უნარი.

განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა, 2026 წლის 31 მარტი.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზუმე შემდეგ მისამართზე:info@initio.ge

გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება ელ-ფოსტის სათაურში.
მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან დაბარებული გასაუბრებაზე. კლინიკა ინიციო მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს და გისურვებთ წარმატებებს.

კანდიდატისთვის ცნობილია, რომ შპს "ინიციო" ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის მიერ წარმოდგენილ პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის 6 (ექვსი) თვის ვადით. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ, რომ შპს "ინიციო"მ შეწყვიტოს კონკრეტული ვაკანსიისთვის მონაცემების დამუშავება, ან გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას ელექტრონულ
მისამართზე: info@initio.ge.

თქვენ გაქვთ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე ინფორმაციის მიღების, ამ მონაცემების დამუშავების საფუძვლისა და მიზნის, მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ, გაცნობისა და ასლების მიღების, მათი გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, დამუშავების შეწყვეტის, წაშლისა და განადგურების,
გადატანის მოთხოვნის, გასაჩივრების უფლებების შესახებ.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს სანდრო მაისურაძეს -sandromaisuradze50@gmail.com და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია