Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=706634&print=yes&view=jobs
 
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მენეჯერი
მომწოდებელი: აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 10 მარტი / ბოლო ვადა: 10 აპრილი
შპს "აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მენეჯერის თანამდებობაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი (დასვენების დღეები შაბათი/კვირა)
ანაზღაურება: კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად

ძირითადი მოვალეობები:

** ხარისხის უზრუნველყოფის პოლიტიკის, პროცედურებისა და ინსტრუმენტების მომზადებაში მონაწილეობა;
** ხარისხის გაუმჯობესების ინიციატივების დაგეგმვა, განხორციელება და მონიტორინგი;
** აკადემიური პროგრამების შეფასების პროცესის ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
** სტუდენტების, აკადემიური პერსონალისა და გარე დაინტერესებული მხარეების გამოკითხვის ორგანიზება და შედეგების ანალიზი;
** ავტორიზაციის/აკრედიტაციის პროცესისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებაში ჩართვა;
** ხარისხის გაუმჯობესების ანგარიშებისა და პრეზენტაციების მომზადება;
** უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან, სკოლებთან, სტუდენტებთან და გარე დაინტერესებულ მხარეებთან ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
** შიდა მონიტორინგისა და შეფასების სისტემების წარმართვა;
** სამსახურის ხელმძღვანელის სხვა დავალებათა შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

სავალდებულო:

** მაგისტრის ხარისხი - სასურველია განათლების მეცნიერებების, სოციალური მეცნიერებების, ადმინისტრირების ან მომიჯნავე დარგში;
** გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ხარისხის უზრუნველყოფის ან სასწავლო პროცესის ადმინისტრირების სფეროში სამუშაო გამოცდილება (სასურველია მინ. 3 წელი);
** კვლევის, მონაცემების ანალიზისა და ანგარიშის მომზადების უნარი;
** პროექტების და გუნდის მართვის გამოცდილება;
** ავტორიზაციის/აკრედიტაციის სტანდარტების ცოდნა (NCEQE, ESG);
** MS Office-ის (Word, Excel, PowerPoint) კარგი ცოდნა;
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა (წერა/კითხვა/მეტყველება);
** ინგლისური ენის კარგი ცოდნა (B2 და ზემოთ).

სასურველი:

** სტატისტიკური ანალიზის პროგრამების (SPSS, Excel Advanced, R) ცოდნა.

პიროვნული კომპეტენციები:

** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
** დეტალებზე ყურადღება და სიზუსტე;
** ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობისა და ინიციატივის გამოჩენის უნარი;
** ორგანიზაციული და დროის მართვის უნარი.

განაცხადის წარდგენა

კონკურსში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ გამოგზავნოთ:

CV/რეზიუმე (ქართულ ან ინგლისურ ენაზე);
სამოტივაციო წერილი (არაუმეტეს 1 გვ.);
ორი რეკომენდატორის სახელი და საკონტაქტო ინფორმაცია.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: HR@eastwest.edu.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

ვაკანსიაზე განაცხადის შემოტანით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, უნივერსიტეტმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური ინფორმაცია, რომელიც ჩვენი კომპანიის მიერ დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას შეინახოს და დაამუშაოს თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის პერსონალური მონაცემები, მიღებიდან 1 წლის განმავლობაში, შემდგომი დასაქმების შეთავაზებებისთვის. თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს მოგვმართოთ ამავე გზით და მოითხოვოთ მონაცემების წაშლა ან/და გამოყენების შეწყვეტა.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია