|
დასახელება:
მძღოლი
|
| მომწოდებელი:
ოშერ1
|
|
გამოქვეყნდა: 10 მარტი
/ ბოლო ვადა: 10 აპრილი
|
სადისტრიბუციო კომპანია «ოშერ1»;
ელფოსტა: oshergeorgia@gmail.com
სადისტრიბუციო კომპანია შპს "ოშერ1" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე კომპანიის სარგებლობაში არსებული 2, 5 ტონიანი ტევადობის მაცივრის ტიპის ავტომობილზე.
ტრანსპორტირების ტემპერატურული რეჟიმი: - 18 - +5 გრადუსი.
პირობები:
** ანაზღაურება: 2000 ლარიდან;
** სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი;
** სამუშაო განაკვეთი: სრული (4-5 დღე კვირაში შეთანხმებით);
** მისამართი: თბილისი, გურამიშვილის გამზირი 154.
მოვალეობები:
** განახორციელოს შეკვეთილი პროდუქციის შეტანა სავაჭრო ობიექტებზე დროულად კომპანიის სარგებლობაში არსებული ავტოტრანსპორტით;
** მიიღოს მონაწილეობა უშუალო დისტრიბუციის პროცესში;
** აკონტროლოს ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობა და დროულად გადასცეს ინფორმაცია პასუხისმგებელ პირებს;
** გააკონტროლოს საწვავის წვა.
მოთხოვნები მძღოლისთვის:
** მართვის მოწმობა: B კატეგორია;
** მანქანის მართვის გამოცდილება: მინიმუმ 7 წელი;
** ქალაქის ძირითადი ქუჩების, ასევე მისი შემოგარენის კარგი ცოდნა;
** ავტომობილის მოვლა-პატრონობის საბაზისო ცოდნა და გამოცდილება;
** ასაკი: მინიმუმ 25 წელი.
პიროვნული თვისებები:
** პუნქტუალობა;
** პასუხისმგებლობა;
** ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა;
** საქმის დაგეგმვისა და სამუშაო დროის განაწილების უნარი;
** გუნდურობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი CV/ რეზიუმე (ქართულ ენაზე) ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: oshergeorgia@gmail.com
შენიშვნა: დასახელებაში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "მძღოლი".
გთხოვთ, გაითვალისწინოთ რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. თქვენ მიერ გამოგზავნილი მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, შესაძლოა რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე.
|
|
|
|