|
დასახელება:
მთავარი ბუღალტერი
|
| მომწოდებელი:
სადისტრიბუციო კომპანია ძველი კახეთი
|
|
გამოქვეყნდა: 10 მარტი
/ ბოლო ვადა: 10 აპრილი
|
შპს "სადისტრიბუციო კომპანია ძველი კახეთი" ეძებს გუნდის ახალ წევრს მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი;
სამუშაო გრაფიკი: სრული;
ანაზღაურება: ფიქსირებული.
ძირითადი მოვალეობები:
** პირველადი დოკუმენტაციის და საბანკო ოპერაციების წარმოება;
** დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი;
** სასაქონლო ზედნადებების მიღება და შესყიდვების ასახვა პროგრამაში;
** თანამშრომელთა ხელფასების დარიცხვა და შესაბამისი გადასახადების გაანგარიშება;
** ფიზიკური პირებისთვის მომსახურების გადასახადების დარიცხვა და გადარიცხვა, პროგრამაში ასახვა და მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება;
** საწვავის შესყიდვა და მისი ჩასხმა;
** სალარო ოპერაციების აღრიცხვა;
** მომწოდებლებთან და მყიდველებთან ურთიერთ ჩათვლის აქტების მომზადება;
** საბანკო ოპერაციების პროგრამაში ასახვა და საგადახდო კალენდრის წარმოება;
** მიღებული ზედნადებებისა და ანგარიშ-ფაქტურების დამუშავება და შესაბამისობის კონტროლი RS.ge-ს მონაცემებთან;
** გაყიდვებისა და დაბრუნებების კონტროლი ზედნადებების მიხედვით და მონაცემთა ბაზის შესაბამისობის შემოწმება. ანგარიშ-ფაქტურების გამოწერა და გაგზავნა;
** თვის განმავლობაში გაყიდული/დაბრუნებული საქონლის მონაცემთა ბაზისა და RS.ge-ს შედარება;
** მომწოდებლებისგან ანგარიშ-ფაქტურების მოთხოვნა მიღებულ საქონელსა და მომსახურებაზე;
** ინვენტარიზაციის შედეგების პროგრამაში ასახვა შესაბამისი აქტის საფუძველზე;
** თვის ბოლოს ანგარიშების დახურვა, ამორტიზაციის დარიცხვა და სავალუტო ანგარიშების გადაფასება;
** დეკლარაციების წარდგენა (შემოსავალი, დღგ, მოგება);
** საპენსიო დეკლარაციის გაგზავნა და ფონდის ბალანსის კონტროლი;
** კვარტალური და წლიური სტატისტიკური დეკლარაციების წარდგენა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
** საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა
** RS.ge-ზე დეკლარაციების წარდგენის გამოცდილება
** ERP პროგრამაში მუშაობის გამოცდილება.
** საოფისე პროგრამების (Excel, Word) ცოდნა
** საქართველოს კომერციული ბანკების დისტანციურ საბანკო სისტემებთან მუშაობის გამოცდილება
** აუცილებელია რუსული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე.
ჩვენ გთავაზობთ:
** განვითარებისა და წინსვლის შესაძლებლობას;
** ულიმიტო სასაუბრო + ინტერნეტი.
უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელური;
** პუნქტუალური;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** შრომისმოყვარე.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: oldkakheti@ktw.ge
|
|
|
|