Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=706608&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების მენეჯერი - ფოთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Hazar Logistics Georgia
გამოქვეყნდა: 10 მარტი / ბოლო ვადა: 31 მარტი
"Hazar Logistics Georgia" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ლოჯისტიკური კომპანია "Hazar Logistics Georgia" 2012 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. კომპანიის ძირითადი მიმართულებებია სახმელეთო, საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვები მსოფლიოს მასშტაბით. კომპანიის სათავო ოფისი მდებარეობს თურქმენეთში, ქალაქ მარიში.ფილიალები კი საქართველოში, ჩინეთში, დუბაიში, თურქეთსა და უზბეკეთში.ეს გლობალური ქსელი გვაძლევს შესაძლებლობას ეფექტურად ვმართოთ საერთაშორისო ლოჯისტიკური ჯაჭვი და დამკვეთს შევთავაზოთ სრულყოფილი, ერთიანი მომსახურება.

კატეგორია: HRM
განცხადების ბოლო ვადა: 31.03.2026
ადგილების რაოდენობა: 1
სამსახურის ადგილმდებარეობა: ქ.ფოთი, აღმაშენებლის 36.
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე
სამუშაო საათები: 09:00-დან 18:00 სთ-მდე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ახალი კლიენტების მოძიება და ბიზნეს ურთიერთობების განვითარება.
** პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია (ტელეფონით, ელფოსტით, შეხვედრებით).
** კომპანიის სერვისების/პროდუქტების პრეზენტაცია და შეთავაზებების მომზადება.
** გაყიდვების პროცესის სრული მართვა - პირველი კონტაქტიდან ხელშეკრულების გაფორმებამდე.
** კლიენტების მოთხოვნების ანალიზი და მათზე მორგებული შეთავაზებების შექმნა.
** არსებული კლიენტების ბაზის განვითარება და მათთან გრძელვადიანი ურთიერთობის შენარჩუნება.
** გაყიდვების გეგმების შესრულება და შედეგების მონიტორინგი.
** ბაზრის კვლევა და კონკურენტების ანალიზი.
** გაყიდვების ანგარიშების მომზადება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** გაყიდვების ან კლიენტებთან ურთიერთობის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ძლიერი კომუნიკაცია და მოლაპარაკების უნარი;
** ინგლისური და/ან რუსული ენების ცოდნა (სასურველია);
** კომპიუტერის და Office პროგრამების (Word, Excel, Outlook);
** მიზნებზე ორიენტირებული და შედეგზე ორიენტირებული მიდგომა;
** დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** გამართული კომუნიკაციის უნარი;
** დასახული ამოცანების ოპერატიულად და დამოუკიდებლად შესრულების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა.

საკონტაქტო ინფორმაცია: +995 511 56 47 77

კომპანია გთავაზობთ სასიამოვნო გარემოს, თუ თვლით რომ აკმაყოფილებთ ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს და დაინტერესდით გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) ელფოსტაზე: operations@hazarlogistics.ge; info@hazarlogistics.ge

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია