Робота для біженців з України
უმცროსი არქიტექტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უმცროსი არქიტექტორი
მომწოდებელი: 33/44
გამოქვეყნდა: 09 მარტი / ბოლო ვადა: 09 აპრილი
უმცროსი არქიტექტორი (Junior Architect) - შემოუერთდი "33/44" არქიტექტურისა და დიზაინის გუნდს!

ჩვენს შესახებ:

ჩვენ ვართ არქიტექტურისა და დიზაინის სტუდია "33/44". ჩვენი მისიაა შევქმნათ მომავლის არქიტექტურა, რომლის ცენტრშიც ადამიანი და მისი ემოციები დგას. ჩვენ ვართ ვიზიონერები, რომლებიც მუშაობენ როგორც საჯარო, საცხოვრებელ და სამუშაო სივრცეებზე, ასევე საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებებზე. ჩვენს გუნდში ვეძებთ ნათელი გონების მქონე, სუპერ-ნიჭიერ ახალგაზრდას, რომელსაც აქვს დიდი პოტენციალი, უყვარს ესთეტიკა და სურს ჩვენთან ერთად, გრძელვადიანად გაიზარდოს.

შენი როლი ჩვენს გუნდში:

შენ არ იქნები უბრალოდ "დამხმარე". შენ იქნები ჩვენი კრეატიული პროცესის სრულუფლებიანი ნაწილი. ისწავლი გამოცდილი პროფესიონალებისგან და ეტაპობრივად ჩაერთვები პროექტების დამუშავებაში ესკიზიდან მუშა პროექტამდე.

ვის ვეძებთ?

** მუდმივი განვითარების სურვილი: ადამიანს, რომელსაც შეუძლია ახალი ინფორმაციის სწრაფად ათვისება და მზად არის პროფესიული ნახტომისთვის.
** საბაზისო პროგრამები: Revit-ის ცოდნა აუცილებელია.
** AI & ინოვაციები (ახალი ხედვა): ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ფეხი აუწყო თანამედროვეობას. ხელოვნური ინტელექტის (Midjourney, Stable Diffusion / ControlNet) სამუშაო პროცესში გამოყენების გამოცდილება ან დიდი ინტერესი კონცეპტუალური იდეებისა და ესკიზების გენერირებისთვის ჩაითვლება უდიდეს უპირატესობად.
** პარამეტრული დიზაინი: თუ გაქვს Rhino 3D-სა და Grasshopper-თან მუშაობის შეხება ან გსურს ამ მიმართულებით განვითარება, ეს ზუსტად ის ადგილია, სადაც ამას გამოიყენებ.
** ესთეტიკური ხედვა: დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

რატომ "33/44"?

** ზრდა და მენტორშიპი: ჩვენ გვაქვს შენზე გრძელვადიანი გეგმები. განვითარდები სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოში, პროფესიონალების გუნდთან ერთად.
** ესთეტიკური სივრცე: სამუშაო ადგილი Axis Towers-ის თანამედროვე საერთო სამუშაო სივრცეში (ი. ჭავჭავაძის გამზირი #37მ).
** ბალანსი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00.
** მზრუნველობა: ჯანმრთელობის დაზღვევა.
** ანაზღაურება: ინდივიდუალურია და განისაზღვრება კანდიდატის უნარების, პორტფოლიოსა და პოტენციალის საფუძველზე.

გაეცანი ჩვენს ნამუშევრებს:

გაინტერესებს რას ვქმნით? გადაავლე თვალი ჩვენს პორტფოლიოს:

** ვებსაიტი: https://3344.design/
** Behance: https://www.behance.net/3344desing

როგორ შემოგვიერთდე:

თუ მზად ხარ, დატოვო შენი კვალი დიზაინის სამყაროში, გამოგვიგზავნე რეზიუმე და პორტფოლიო (ან შენი საუკეთესო სტუდენტური/საწყისი ნამუშევრები) მისამართზე: i@3344.design. მეილის სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითე - "უმცროსი არქიტექტორი".

თქვენი რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ "33/44"-ის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასა და შენახვაზე 1 (ერთი) წლის ვადით, სამომავლო ვაკანსიებზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით. თქვენ გაქვთ უფლება, ნებისმიერ დროს მოითხოვოთ ინფორმაცია თქვენი მონაცემების დამუშავების შესახებ ან მათი წაშლა.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე