Робота для біженців з України
ტენდერი სატრანსპორტო მომსახურებაზე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტენდერი სატრანსპორტო მომსახურებაზე
მომწოდებელი: CENN
გამოქვეყნდა: 09 მარტი / ბოლო ვადა: 16 მარტი
თანდართული ფაილი: 706563_danarti_1121583.zip
"CENN" აცხადებს ტენდერს სატრანსპორტო მომსახურებაზე გრძელვადიანი თანამშრომლობისათვის.

კომპანიამ უნდა უზრუნველყოს შემდეგი სახის მომსახურება:

** მგზავრების გადაყვანა თბილისის მასშტაბით, 24 საათის განმავლობაში;
** მგზავრების გადაყვანა საქართველოს რეგიონების მასშტაბით, 24 საათის განმავლობაში;
** მგზავრების გადაყვანა თბილისიდან სომხეთის მიმართულებით, 24 საათის განმავლობაში;
** მგზავრების გადაყვანა თბილისიდან აზერბაიჯანის მიმართულებით, 24 საათის განმავლობაში;
** სამუშაოს შესრულების შემდეგ დათქმულ ვადაში, საჭირო ფინანსური დოკუმენტაციის: ინვოისი, ჩეკი, ფაქტურა და ა.შ. წარმოდგენა;

დაინტერესებულმა პირებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ, 2026 წლის 16 მარტის 18:00 საათამდე, CENN-ის ოფისში, მისამართზე: ქ. თბილისი, ბეთლემის ქუჩა #27 ან გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Tenders@cenn.org (Subject: CENN - Transportation Service Tender)

სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

** კომპანიის დასახელება, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი (სავალდებულო);
** კომპანიის საკუთრებაში/ავტოფარეხში არსებული ავტომობილების კლასი და რაოდენობა (სავალდებულო);
** მომსახურების ჩამონათვალი და ღირებულება (ტექნიკური დავალებების შესაბამისად, დღგ-ს გარეშე, სავალდებულო);
** 2026 წლის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან (სავალდებულო).

არასრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემთხვევაში თქვენი შემოთავაზება არ განიხილება.

სატენდერო განაცხადი შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:

** მომსახურების ფასი;
** დაფარვის არეალი;
** განაცხადების ტექნიკური შესაბამისობა;
** შესაბამისი კუთხით მუშაობის გამოცდილება (ასევე, CENN-თან თანამშრომლობის გამოცდილება);

საკონტაქტო ინფორმაცია:

გიორგი მამფორია
ტელ: +995 32 275 19 03
მობ: +995 591 21 99 11
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე