Робота для біженців з України
კონტენტ კრეატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონტენტ კრეატორი
მომწოდებელი: ისტორიის ცენტრი აბიტურიენტებისთვის - იცა
გამოქვეყნდა: 09 მარტი / ბოლო ვადა: 25 მარტი
"ისტორიის სასწავლო ცენტრი აბიტურიენტებისთვის" აცხადებს ვაკანსიას კონტენტ კრეატორის პოზიციაზე ნახევარ განაკვეთზე.

თანამშრომლობის პერიოდი: 7-10 თვე
დაწყების თარიღი: 1 აპრილი
ანაზღაურება: შეთანხმებით, კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე

ძირითადი მოვალეობები:

** ცენტრის სოციალური ქსელებისთვის ვიდეოების მომზადება (Facebook, Instagram, TikTok);
** საგანმანათლებლო და საინფორმაციო კონტენტის დაგეგმვა და შექმნა;
** კრეატიული იდეების გენერირება და მათი რეალიზება;
** ვიდეო და ვიზუალური კონტენტის მომზადება სოციალური პლატფორმებისთვის;
** აუდიტორიასთან კომუნიკაციის მხარდაჭერა და გვერდების აქტიურობის გაზრდა;
** ცენტრის საქმიანობის, აქტივობებისა და სასწავლო პროცესის პოპულარიზაცია სოციალური მედიის საშუალებით.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე და ნამუშევრების პორტფოლიო გამოგვიგზავნეთ ელ.ფოსტაზე: ica.centre2020@gmail.com

შერჩევა მოხდება გასაუბრებისა და წარმოდგენილი პორტფოლიოს შეფასების საფუძველზე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე