Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=706518&print=yes&view=jobs
 
საოპერაციო მენეჯერი - გუდაური
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საოპერაციო მენეჯერი
მომწოდებელი: სასტუმრო მარკო პოლო გუდაური
გამოქვეყნდა: 09 მარტი / ბოლო ვადა: 09 აპრილი
ვინ ვართ ჩვენ

"Landmarker Group"-ს ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უკავია ქართულ სასტუმრო ინდუსტრიაში. ჩვენი ისტორია გუდაურში მდებარე ისტორიული სასტუმრო "მარკო პოლოთი" იწყება და დღეს უკვე მოიცავს სასტუმროებს, როგორც გუდაურში, ისე თბილისში, ჰოსტელებს, შალეებსა და après-ski სივრცეებს.

კომპანია ერთიან ბრენდად 2009 წელს ჩამოყალიბდა და მას შემდეგ მუდმივ ზრდასა და განვითარებაზეა ორიენტირებული. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადგილობრივი კულტურის პატივისცემა და ადამიანზე ორიენტირებული სტუმარმასპინძლობა. Landmarker Group-ში მუშაობა ნიშნავს საერთო მიზნის გარშემო გაერთიანებას - ხელი შევუწყოთ ადამიანებისა და ადგილების დაკავშირებას.

ჩვენი ქვე-ბრენდებია:

** სასტუმრო მარკო პოლო გუდაური
** სასტუმრო ალპინა გუდაური
** ხადა ჰოსტელი
** ხიჟინა
** პურის მოედანი ბუტიკ სასტუმრო
** ილია კოკაიას სახელობის საფეხბურთო ცენტრი

ყოველი ობიექტი თავის უნიკალურ ისტორიას ჰყვება. ამ ისტორიებს კი ის ადამიანები ქმნიან, ვინც "Landmarker Group"-ის ნაწილია.

"Landmarker Group" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე:

სასტუმრო "მარკო პოლო გუდაურის" ბარ-რესტორნების საოპერაციო მენეჯერი

ფუნქცია-მოვალეობები:

** კვებისა და სასმელების დეპარტამენტის მიმართულებისა და სივრცეების ყოველდღიური საოპერაციო პროცესის მონიტორინგი. ხარისხის და სტუმრის კმაყოფილების მუდმივი კონტროლი კომპანიის შინაგანაწესის და მიღებული სტანდარტების შესაბამისად;
** საოპერაციო და ფინანსური პროცესების უწყვეტი და გამართული მიმდინარეობის უზრუნველყოფა ხარჯების კონტროლის დეპარტამენტთან კოორდინაციით;
** ობიექტებზე არსებული კვების და სასმელების სივრცეების შემოსავლების ზრდაზე ორიენტირებული სამუშაო სტრატეგიის ჩამოყალიბება და ხელმძღვანელობა. მარკეტინგის, გაყიდვების და სამზარეულოს გუნდთან კოორდინაციით შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება შესასრულებელი ბიუჯეტის მიღწევის ან/და გადაჭარბების სტიმულირების მიზნით;
** შეფ მზარეულთან თანამშრომლობით რესტორნის მენიუების განვითარება და განახლება გაყიდვების ანალიზის, ბაზრის მოთხოვნის, სეზონურობისა და სეზონური პროდუქტების გათვალისწინებით. ინოვაციური იდეების განხორციელება რესტორნის სხვადასხვა მიმართულებით (შვედური მაგიდა, ალა-კარტე მენიუ, საბანკეტო და სხვა);
** კვების და სასმელების დეპარტამენტების ბიუჯეტირება სასტუმროსა და კომპანიის მენეჯმენტთან კოორდინაციით;
** მარაგების, დანაკარგებისა და გადაცდომების კონტროლი; საჭიროებისამებრ, დროული და ეფექტური რეაგირება;
** სასტუმროში არსებული სარესტორნო და საბანკეტო სივრცეების, ბარისა და ოთახებში მომსახურების მიმართულებით დასაქმებულ თანამშრომელთა გუნდის მართვა;
** თანამშრომელთა საჭიროებების კვლევა, მუდმივი ტრენინგი და კვალიფიკაციის ამაღლება მენიუები ცოდნისა და გამართული მომსახურების უზრუნველსაყოფად;
** მომხმარებლის მოთხოვნების ანალიზი, საკვებსა და მომსახურების ხარისხზე სტუმრების უკუკავშირის კონტროლი; საჭიროების შემთხვევაში პრობლემის დროული რეაგირება და გადაჭრა;
** შეკვეთაზე გასატანი კერძების ვიზუალისა და სტანდარტის მუდმივი კონტროლი;
** კვების და სასმელების დეპარტამენტების ინვენტარის მართვა, მუდმივი მონიტორინგი და ეფექტური კომუნიკაცია პასუხისმგებელ პირებთან; ინვენტარის განახლება/შეკეთება/გაუმჯობესება საჭიროების შესაბამისად
** შესყიდვების პროცესის მართვა კვების და სასმელების დეპარტამენტის კუთხით, საჭირო შესყიდვების ინიცირება და კომპანიებთან მოლაპარაკების პროცესის წარმოება კომპანიაში დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
** კომპანიის ჯანმრთელობის, უსაფრთხოების (მათ შორის სახანძრო უსაფრთხოების), სანიტარული და ჰიგიენის სტანდარტების დაცვა და შესაბამისი ნორმების მონიტორინგი კვების და სასმელების დეპარტამენტში;
** HACCP-ის სტანდარტების დაცვა და შესაბამისი სამუშაოების წარმოება, ასევე სურსათის უვნებლობის შესაბამისი სტანდარტების დაცვა და თანამშრომლების დატრენინგება აღნიშნული სტანდარტების დაცვისა და ცოდნის მიმართულებით.

სამუშაო ადგილი - კურორტი გუდაური
სამუშაო განაკვეთი და გრაფიკი: სრული, 5 სამუშაო და 2 დასვენების დღე
სამუშაო საათები: 10:00-19:00 სთ

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** F&B მიმართულებით სერვისის მენეჯერის, F&B მენეჯერის და/ან მომიჯნავე პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** პასუხისმგებლიანობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** ორგანიზებულობა, დისციპლინურობა
** ეფექტური კომუნიკაციის უნარები
** სტუმარმასპინძლობის სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

რატომ უნდა გახდე ჩვენი გუნდის წევრი?

** ერთიანი მიზნის მიღწევაში წვლილის შეტანა- Landmarker-ში შენ ხარ პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილი - ქმნი ისეთ ადგილს, სადაც ადამიანები და ისტორიები ერთმანეთს ხვდებიან.
** განვითარების შესაძლებლობა სხვადასხვა ლოკაციაზე - გუნდის წევრობა გაძლევს შესაძლებლობას - გადახვიდე სხვა ობიექტზე, სხვა ლოკაციაზე, მიიღო ახალი გამოცდილება და განავითარო შენი უნარები სხვადასხვა ტიპის გარემოში.
** ბენეფიტები, რომლებიც შენზეა მორგებული - სპეციალური ფასები Landmarker-ის სხვა სასტუმროებში, პიროვნული განვითარებისთვის განკუთვნილი შესაძლებლობები და ისეთი სამუშაო გარემო, რომელიც შენს კეთილდღეობაზე ზრუნავს - ჩვენ შენს პროფესიულ ზრდას და ყოველდღიურ კომფორტსაც ვაფასებთ.
** პოზიციის ბენეფიტები - ჯანმრთელობის დაზღვევა, კორპორატიული სასაუბრო დრო, კონკურენტული ხელფასი გამოცდილების მიხედვით.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: HR@landmarkergroup.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, Landmarker Group-მა მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია