|
დასახელება:
მთავარი მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ივერმედი
|
|
გამოქვეყნდა: 09 მარტი
/ ბოლო ვადა: 11 აპრილი
|
კომპანია "ივერმედი" აცხადებს ვაკანსიას მთავარი მენეჯერის პოზიციაზე
კომპანიის საქმიანობა: შპს "ივერმედი" დაარსდა 1995 წელს. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სამედიცინო სახარჯი მასალის, აღჭურვილობის, იმპლანტებისა და აპარატურის რეალიზაცია-სერვისი. კომპანია დაკომპლექტებულია უმაღლესი დონის კადრებით ყველა სეგმენტში, რაც განაპირობებს, ჯანსაღ, კომფორტულ, მეგობრულ და მაღალი კორპორატიული კულტურის სამუშაო გარემოს.
სამუშაოს აღწერილობა:
გუნდს, რომელიც ოპერირებს ნეიროქირურგიისა და ორთოპედიის მიმართულებით ესაჭიროება დამატებითი კადრი, რომელიც უზრუნველყოფს ქირურგიული ინსტრუმენტების ნაკრების დროულად მიწოდებას კლინიკებში, მათ მოძრაობის კონტროლს და კლინიკებთან ოპერატიულ კოორდინაციას. გამოცდილება პრიორიტეტად ჩაითვლება, თუმცა არ არის გადამწყვეტი - კომპანია უზრუნველყოფს საჭირო გადამზადებას.
სამუშაო ადგილი და პირობები:
** სამუშაო ადგილი: თბილისი, დიღომი, ნ. ბოხუას I შესახვევი №2
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 09:30 - 17:30
** ანაზღაურება: 1800 ლარი (გადასახადების ჩათვლით) + ბონუსი
ძირითადი მოვალეობები:
** ქირურგიული ინსტრუმენტების ნაკრების კლინიკებში მიწოდება და დაბრუნება;
** ქირურგიული ინსტრუმენტების ნაკრების აღრიცხვა და კონტროლი;
** კლინიკებთან სამუშაო პროცესის კოორდინაცია;
** საჭირო ინფორმაციის გადაცემა კომპანიის შესაბამის განყოფილებასთან;
** პროცესის ეფექტური ორგანიზება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია არასრული ან უმაღლესი განათლება (სამედიცინო განათლება ან/ და დამამთავრებელი კურსის სტუდენტის სტატუსი ჩაითვლება უპირატესობად)
** საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** მართვის მოწმობის ქონა და ავტომობილის მართვის პრაქტიკული გამოცდილება აუცილებელია
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა და დროის მართვის უნარი;
** კომუნიკაციის კარგი უნარები;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა და ყურადღებიანობა;
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ სამუშაო გარემოს,
** მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს,
** კარიერული განვითარებისა შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას,
** სამსახურის ავტომობილს (სამუშაო მიზნებისთვის)
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV (რეზიუმე) ელექტრონულ ფოსტაზე: natia.goginashvili@ivermedi.com. გთხოვთ, სათაურის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.
გისურვებთ წარმატებებს.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 11 აპრილი.
გაცნობებთ, რომ კომპანია ივერმედის მიერ გამოცხადებულ ვაკანსიებზე გამოხმაურებით პერსონალური მონაცემები დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით, ასევე თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიის ბაზაში 3 წლის ვადით და შესაძლოა განხილულ იქნას სხვა რელევანტურ პოზიციაზე.
|
|
|
|