Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=706504&print=yes&view=jobs
 
ავტოპარკის კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ავტოპარკის კოორდინატორი
მომწოდებელი: დელივეროუ
გამოქვეყნდა: 09 მარტი / ბოლო ვადა: 09 აპრილი
კომპანია დელივეროუ არის საკურიერო-ლოჯისტიკური კომპანია, რომელიც 5 წელია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე, როგორც მსხვილ კონტრაქტორებთან, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესთან;

"დელივეროუ" აცხადებს ვაკანსიას ავტოპარკის კოორდინატორის პოზიციაზე:

სამუშაო ადგილი: თბილისი;
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი;
ანაზღაურება: ანაზღაურება ფიქსირებული (გამოცდილების შესაბამისად);

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის ბალანსზე არსებული ავტომობილების ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი;
** ავტომობილების სერვისის მენეჯმენტი და სერვისზე გაყვანის ორგანიზება;
** შეკეთებული ავტომობილების ზოგადი მდგომარეობის გადამოწმება;
** საწვავის აღრიცხვა და კონტროლი;
** ავტომობილების ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგი;
** ავტომობილებთან დაკავშირებით დოკუმენტაციის და სერვისის ისტორიის აღრიცხვა;
** ავტომობილის დაზიანების ან გაუმართაობის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება დროულად;
** საჭიროების შემთხვევაში გაფუჭებული ავტომობილის რეზერვი ავტომობილით ჩანაცვლების უზრუნველყოფა;
** ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი და სისუფთავის დაცვა;
** კომპანიის შიდა წესებისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვა;

მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა (სასურველია C კატეგორიაც);

პიროვნული თვისებები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სისწრაფე და მოქნილობა;
** სამუშაო ადგილზე დროულად გამოცხადება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის ეფექტურად განაწილების უნარი;

ჩვენი კომპანია გთავაზობთ:

** ჩვენი კომპანია გთავაზობთ მუშაობას კომფორტულ და გუნდურ გარემოში.
** ხელფასის ზრდის პერსპექტივა;

შერჩევის ეტაპებია: რეზიუმეების გადარჩევა, ინდივიდუალური გასაუბრება.
დაინტერესების შემთხვევაში 2026 წლის 9 აპრილის ჩათვლით გადმოგზავნეთ თქვენი რეზიუმე კომპანიის ელ.ფოსტაზე hr.deliverow@gmail.com - სათაურის (subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული ვაკანსიის დასახელება. საკონტაქტო ტელ: 511722133.

გისურვებთ წარმატებებს!

გაცნობებთ რომ კომპანია დელივეროუ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია