|
დასახელება:
ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
გოა კრედიტი
|
|
გამოქვეყნდა: 09 მარტი
/ ბოლო ვადა: 09 აპრილი
|
"გოა კრედიტი" ეძებს მოტივირებულ და პასუხისმგებლობიან ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტს, რომელიც შეუერთდება ჩვენს გუნდს და უზრუნველყოფს ადამიანური რესურსების მართვის პროცესების ეფექტურად განხორციელებას.
სამუშაო ადგილი: თბილისი, პეკინის 3
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:00; შაბათი: 10:00-15:00
ანაზღაურება: 1700 ლარი
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია ფსიქოლოგიის ან ბიზნეს ადმინისტრირების ან მენეჯმენტის მიმართულებით);
** მინიმუმ ერთ წლიანი სამუშაო გამოცდილება ადამიანური რესურსების მართვის სფეროში;
** პასუხისმგებელია ორგანიზაციისთვის პერსონალის მოზიდვასა და შერჩევის პროცესის სწორად განხორციელებაზე;
** აუცილებელია შრომის კანონმდებლობის საფუძვლების ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების უმაღლეს დონეზე ცოდნა.
ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიაში არსებული ვაკანსიების შესახებ ინფორმაციის დამუშავება;
** სამუშაოს ძიების პლატფორმებზე ვაკანსიის განთავსება;
** თანამშრომლების შერჩევის პროცესის სწორად წარმართვა, შემოსული რეზიუმეების განხილვა, გასაუბრების/ტესტირების დაგეგმვა, სრული პროცესის ორგანიზება;
** პერსონალის მართვასთან დაკავშირებული ოფიციალური დოკუმენტების სათანადო დონეზე გაფორმება/რეგისტრაცია/შენახვა;
** თანამშრომელთა სამოტივაციო სისტემების შემუშავების პროცესში მონაწილეობის მიღება;
** თანამშრომლების ადაპტაციის, შეფასებისა და განვითარების პროცესების მხარდაჭერა;
** პერსონალის საქმიანობის შეფასების სისტემის დანერგვაში, განხორციელებაში და შედეგების მართვაში მონაწილეობის მიღება;
** თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება, ხელშეკრულებების, სხვადასხვა ტიპის ცნობებისა და დოკუმენტების მომზადება;
** თანამშრომელთა სამსახურში დროულად მოსვლა-წასვლის ფორმის მომზადება და წარმოების პროცესის უზრუნველყოფა;
** უშუალო ხელმძღვანელისაგან მიღებული დავალებების/მითითებების დროულად, ხარისხიანად და ეფექტურად შესრულება.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
** გასაუბრების ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის უნარი;
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელური;
** დისციპლინირებული/პუნქტუალური;
** დეტალებზე ორიენტირებული.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ფოტოსთან ერთად შემდეგ ელ. ფოსტაზე: g.balanchivadze@goacredit.ge.
|
|
|
|