Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=706480&print=yes&view=jobs
 
ელექტრონული კომერციის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ელექტრონული კომერციის მენეჯერი
მომწოდებელი: ლოქსიტანი
გამოქვეყნდა: 09 მარტი / ბოლო ვადა: 09 აპრილი
"L`Occitane"-ის წარმომადგენლობა საქართველოში აცხადებს ვაკანსიას ელექტრონული კომერციის მენეჯერის (E-commerce Manager) პოზიციაზე ქ. თბილისში.

"ლოქსიტანი" საქართველოში წარმოდგენილია ონლაინ მაღაზიით — ge.loccitane.com — და "ყვითელი ბუტიკებით" თბილისის წამყვან ლოკაციებზე:

** ი. ჭავჭავაძის გამზ. #40;
** სითი მოლი საბურთალო;
** გალერეა თბილისი.

ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:

** ჯანსაღი, მეგობრული და სტაბილური სამუშაო გარემო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კორპორატიული ტელეფონის ნომერი და ლიმიტი.

სამუშაო გრაფიკი: ჰიბრიდული

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სტრატეგიული დაგეგმვა: კომპანიის ონლაინ გაყიდვების გლობალური სტრატეგიის გაცნობა, ლოკალურად შემუშავება და განხორციელება;
** ოპერაციული მართვა: ონლაინ მაღაზიის სრული ოპერაციული მართვა (პროდუქციის განთავსება, კატეგორიების ადმინისტრირება, აქციების მართვა და კონტენტის მუდმივი განახლება);
** ოპტიმიზაცია: ონლაინ პლატფორმის ოპტიმიზაცია გაყიდვების ზრდისა და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესების მიზნით;
** მარკეტინგული კამპანიები: ორგანული ტრაფიკისა და გაყიდვების სტიმულირებისთვის სხვადასხვა კამპანიის დაგეგმვა, გამართვა და შედეგების ანალიზი გუნდის წევრებთან ერთად;
** ანალიტიკა და რეპორტინგი: გაყიდვების მონაცემების მუდმივი ანალიზი და რეგულარული რეპორტინგი;
** კროს-ფუნქციური კოორდინაცია: მარკეტინგისა და სხვა დეპარტამენტებთან მჭიდრო თანამშრომლობა კამპანიების ეფექტური იმპლემენტაციისთვის;
** განვითარება და ინოვაციები: ახალი ციფრული ინსტრუმენტებისა და პლატფორმების დანერგვის ინიციირება ონლაინ გაყიდვების განვითარების მიზნით;
** საერთაშორისო სტანდარტები: ბრენდის მთავარი კამპანიების ეფექტური მართვა და ონლაინ პოზიციონირების გაძლიერება; სათაო ოფისთან მუდმივი კომუნიკაცია, ტრენინგებსა და სამუშაო შეხვედრებში აქტიური ჩართულობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** იგივე პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება E-commerce მიმართულებით;
** აუცილებელია Shopify პლატფორმასთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება
** ინგლისური ენის ცოდნა B2 დონოზე

კანდიდატთა შერჩევა

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს. მოთხოვნებთან შესაბამისობისა და დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე გამოგვიგზავნეთ ელ.ფოსტაზე: vacancy@loccitane.ge 2026 წლის 09 აპრილის ჩათვლით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 6 თვის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

"L`Occitane Group"-ი წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა მსოფლიოს სილამაზის ინდუსტრიაში. პროდუქცია, რომელიც აქცენტს აკეთებს ორგანულ და ბუნებრივ ინგრედიენტებზე, მოიცავს შემდეგ პრემიუმ სილამაზის ბრენდებს: L`OCCITANE en Provence, Melvita, Erborian, ELEMIS, Sol de Janeiro და სხვა.

კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია