Робота для біженців з України
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ინტრაკო ნუტრიშენი
გამოქვეყნდა: 09 მარტი / ბოლო ვადა: 09 აპრილი
შპს "ინტრაკო ნუტრიშენი" ლიდერი კომპანიაა ცხოველთა საკვების, საკვები დანამატებისა და ვეტერინარული მედიკამენტების ბაზარზე.

ზრდის სწრაფი ტემპიდან გამომდინარე, კომპანია ეძებს გუნდის ახალ წევრს და აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ვეტერინარული მედიკამენტების მიმართულებით.

ძირითადი მოთხოვნები:

** კორპორატიული გაყიდვების მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
** სპეციფიკური პროდუქტების მახასიათებლების შესწავლის უნარი.
** კლიენტებთან კომუნიკაციისა და გაყიდვების უნარი.
** გაწონასწორებული ხასიათი და სტრესულ სიტუაციაში მოქმედების უნარი.
** გუნდური მუშაობის უნარი.
** სხვადასხვა ტიპის მომხმარებლებთან ურთიერთობის უნარი - დაწყებული ფერმერებით, დამთავრებული მსხვილი კომპანიების წარმომადგენლებით.
** საბაზისო კომპიუტერული უნარები.
** უპირატესობა მიენიჭებათ ვეტერინარული ან/და ცხოველთა კვების სფეროს მიმართულებით გამოცდილ კანდიდატებს.
** მართვის მოწმობა - B კატეგორია.

ძირითადი მოვალეობები:

** ვეტერინარული მედიკამენტებისა და ვაქცინების გაყიდვების მართვა და განვითარება
** არსებული კლიენტების მართვა და მათთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება.
** ახალი კლიენტების მოძიება (ფერმები, ვეტერინარული კლინიკები, საკვებ მწარმოებლები და სხვა).
** პროდუქციის პრეზენტაცია და ტექნიკური ინფორმაციის მიწოდება კლიენტებისთვის
** კომპანიის ასორტიმენტში არსებული პროდუქტების სიღრმისეული შესწავლა.
** კონკურენტი კომპანიების პროდუქტების შესწავლა და ანალიზი.
** ხელმძღვანელობასთან ერთად საფასო და მარკეტინგული სტრატეგიის განსაზღვრა.
** პერიოდული ვიზიტები კლიენტებთან.
** გაყიდვების გეგმების შესრულება.
** ბაზარზე არსებული მოთხოვნების გაანალიზება და ინიციატივის გამოჩენა ახალი პროდუქტების დასამატებლად.

კომპანია დასაქმებულს სთავაზობს:

** მზარდ და მუდმივად განვითარებად ბიზნესში მუშაობის გამოცდილებას;
** პიროვნული ზრდისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას.
** ღირსეულ შრომის ანაზღაურებას;
** კომპანიის მიერ დაფინანსებულ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;

სამუშაო პირობები:

** სამუშაო დრო - ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით დილის 9:00 სთ-დან 18:00 საათამდე.
** სახელფასო ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებიდან გამომდინარე.
** საორიენტაციო სახელფასო ზღვარი - 5000 + ლარი ბონუსების გათვალისწინებით

თუ გაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგზავნეთ შემდეგ მისამართზე: info@intraco.ge

წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც აგზავნით განაცხადს.

გისურვებთ წარმატებებს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე