Робота для біженців з України
საცალო, მცირე და საშუალო ბიზნესის გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საცალო, მცირე და საშუალო ბიზნესის გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ევროინს ჯორჯია
გამოქვეყნდა: 09 მარტი / ბოლო ვადა: 09 აპრილი
სადაზღვევო კომპანია "ევროინს ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას საცალო, მცირე და საშუალო ბიზნესის გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

Euroins Insurance Group 1998 წელს ბულგარეთში დაარსდა და ამჟამად 10 ქვეყანაში ოპერირებს, ესენია: რუმინეთი, ბულგარეთი, ესპანეთი, იტალია, გერმანია, პოლონეთი, საბერძნეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, უკრაინა, , და საქართველო.

ევროინსი ერთ-ერთი მძლავრი სადაზღვევო კომპანიაა აღმოსავლეთ ევროპაში. ევროინსში დაზღვეულია და მას ნდობას უცხადებს 2.5 მილიონი მომხმარებელი.

ევროინსი დამოუკიდებელი სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც ათ ქვეყანაში აზღვევს ადამიანებს და ამარტივებს და გასაგებს ხდის დაზღვევას.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი)
**სამუშაო საათები: 09:30-18:30 საათი
** სამუშაო ლოკაცია: თბილისი, მოსაშვილის N24

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** უფასო ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
** კორპორაციულ ტელეფონს და ტელეფონის ნომერს, ულიმიტო სასაუბრო დროს;
** FitPass ბარათს;
** საუკეთესო სახელფასო და საბონუსე პირობებს:
** ფიქსირებული ხელფასი
** ყოველთვიური საკომისიო
** ყოველთვიური ბონუსი მოზიდული პრემიიდან
** წლიური ბონუსი ჯამური მოზიდული პრემიიდან

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პოტენციური დაზღვეულების/ბაზების მოძიება და დამუშავება;
** სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება და გაყიდვა ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის;
**მოლაპარაკებების ასახვა და დამუშავება CRM-ში ;
** გაყიდვების სტიმულირების მიზნით დაგეგმილ სხვადასხვა ტიპის აქტივობებში/აქციებში აქტიური მონაწილეობა;
** სადაზღვევო დოკუმენტაციის დამუშავება;
** შეხვედრების ორგანიზება/წარმართვა;
** გაყიდვების შემდგომი მომსახურების უზრუნველყოფა;
** გაყიდვების გეგმის განხორციელება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (სასურველია);
** გაყიდვების/მომსახურების სფეროში მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
** სადაზღვევო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად.

პიროვნული უნარები:

** ინფორმაციის გადმოცემის უნარი;
** ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;
** პუნქტუალურობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2026 წლის 09 აპრილამდე გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე hr@euroins.ge სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

სადაზღვევო კომპანია "ევროინს ჯორჯიაში" თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია "ევროინს ჯორჯიას" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე