Робота для біженців з України
საუზმის მიმტანი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საუზმის მიმტანი
მომწოდებელი: Hotel Indigo Batumi Old Town
გამოქვეყნდა: 09 მარტი / ბოლო ვადა: 09 აპრილი
ქალაქ ბათუმში, ევროპის მოედანზე მდებარე ისტორიულ შენობაში განთავსებული სასტუმრო Hotel Indigo Batumi Old Town, თავისი უნიკალური არქიტექტურით ასახავს ქალაქის კულტურულ მემკვიდრეობას. სასტუმრო წარმოგიდგენთ ახალ ბრენდულ რესტორანს Brasserie 1900, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დატკბნენ ევროპული და თანამედროვე ქართული სამზარეულოთი.

Brasserie 1900 გთავაზობთ დახვეწილ, კომფორტულ და თანამედროვე გარემოს, სადაც თანაბრად იგრძნობა როგორც ისტორიის სიღრმე, ასევე მომსახურების თანამედროვე სტანდარტები. ამჟამად ვეძებთ ენერგიულ და პასუხისმგებლიან ახალგაზრდებს საუზმის მიმტანის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრების მიღება და პროფესიონალური მომსახურება
** მენიუს სრულყოფილი ცოდნა და სტუმრებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება
** შეკვეთების მიღება და მათი დროული გადაცემა სამზარეულოში
** სუფრების სისუფთავისა და წესრიგის უზრუნველყოფა
** მომსახურების ხარისხის კონტროლი და სტუმართა კმაყოფილების უზრუნველყოფა
** სტუმრების მოთხოვნებსა და შენიშვნებზე ოპერატიული და თავაზიანი რეაგირება

რას გთავაზობთ ჩვენ:

** კომფორტულ და თანამედროვე სამუშაო გარემოს
** პროფესიულ ზრდის და განვითარების შესაძლებლობას
** მუშაობას ბრენდულ და სტაბილურ გარემოში

რას ველით თქვენგან:

** მომსახურების სფეროში გამოცდილება უპირატესობაა;
** კომუნიკაბელურობა და პასუხისმგებლობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** უცხო ენების ცოდნა

გაგვიზიარეთ თქვენი რეზიუმე

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@indigobatumi.com სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე