Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=706380&print=yes&view=jobs
 
მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: გაბილდი
გამოქვეყნდა: 09 მარტი / ბოლო ვადა: 09 აპრილი
"გაბილდი ჯგუფი" არის მულტიბრენდული, იმპორტიორი კომპანია, რომელიც აერთიანებს კარისა და ავეჯის 5 შოურუმს საქართველოს მასშტაბით.

"გაბილდი ჯგუფი" 2018 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და დღეს ბრენდის ქვეშ უკვე ერთიანდება სამი მსხვილი მიმართულება:

Gabuild doors - მულტიბრენდული შიდა და შესასვლელი კარის შოურუმი 3 ფილიალით, თბილისსა და ბათუში.
Profildoors by Gabuild Group - პრემიუმ კლასის კარის შოურუმს, ბრენდის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში, ექსკლუზიური დიზაინის კოლექციები.

მისამართი: დ. აღმაშენებლის ხეივანი #66ბ
Norde by Gabuild Group - პრემიუმ ავეჯის ბრენდი, ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში.

მისამართი: დ. გამრეკელის №19-ში.

გაბილდი აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე. მარკეტინგის ხელმძღვანელი პასუხისმგებელი იქნება კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვასა და განხორციელებაზე, ბრენდების განვითარებაზე, შოურუმების ტრაფიკის ზრდაზე და მარკეტინგის გუნდის ეფექტურ მართვაზე.

** წლიური მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება, განხორციელება და შედეგების შეფასება
** ბაზრის ტენდენციების, კონკურენტების და მომხმარებლის ქცევის კვლევა და მიღებული მონაცემების საფუძველზე მარკეტინგული გეგმების განხორციელება/კორექტირება
** ბრენდების განვითარებაზე მუშაობა და კომპანიის საიმიჯო პარამეტრების გაძლიერება ბაზარზე
** მარკეტინგული კამპანიებისა და აქტივობების დაგეგმვა, ბიუჯეტირება, განხორციელება და შედეგების ანალიზი
** პროდუქტების განვითარების, ასორტიმენტის გაფართოების, გაყიდვების, მარკეტინგული სტიმულირების შესაბამისი გეგმების შემუშავება და განხორციელების უზრუნველყოფა
** მარკეტინგის გუნდის კოორდინაცია და ყოველდღიური პროცესების მართვა
** შოურუმის ვიზიტორების ტრაფიკისა და კონვერსიის ზრდის სტრატეგიის მომზადება და განხორციელება
** შოურუმის ვიზიტორების ყოველდღიური მონიტორინგი და შედეგების ანალიზი
** ციფრული მარკეტინგის არხების (სოციალური მედია, ვებსაიტი, ონლაინ რეკლამა) მონიტორინგი და შედეგზე ორიენტირებული სტრატეგიის განსაზღვრა
** მედიისა და საკომუნიკაციო არხების მონიტორინგი, შესაბამისი ინფორმაციის მოძიება და ანალიზი
** მარკეტინგული ღონისძიებების, პრეზენტაციების და კამპანიების ორგანიზება
** მარკეტინგული აქტივობების ეფექტიანობის შეფასება და რეგულარული რეპორტინგი კომპანიის ხელმძღვანელობასთან

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, მარკეტინგის ან დაკავშირებულ სფეროში
** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს თანამდებობაზე
** აუცილებელია SMM-ის პრინციპების ცოდნა და მათზე მუშაობის გამოცდილება.
** ინგლისური ენის ცოდნა
** რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

საჭირო უნარ-ჩვევები:

** სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნება
** ძლიერი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** ორგანიზებულობა და პროცესების ეფექტიანად მართვის უნარი

ანაზღაურება: გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით (შეთანხმებით).
სამუშაო დღეები და საათები: ორშაბათი - პარასკევი 10:00 - 18:00 (ერთ საათი შესვენება)

განცხადებების გადარჩევა:

1. პირველ ეტაპზე მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით კანდიდატების შერჩევა;
2. გასაუბრება - მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება.

თუ ფიქრობთ, რომ ჩამოთვლილ მოთხოვნები თქვენთვის მისაღებია, თუ მოგწონთ ახალი გამოწვევების მიღება - გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე: hr@gabuild.ge (http://www.gabuildgroup.ge) და სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია