|
დასახელება:
მზარეული, დიასახლისი
|
| მომწოდებელი:
პანეტერია
|
|
გამოქვეყნდა: 09 მარტი
/ ბოლო ვადა: 09 აპრილი
|
იტალიური რესტორანი, "ლა პანეტერია" აცხადებს ვაკანსიას მზარეულისა და დიასახლისის პოზიციაზე.
მზარეული.
ძირითადი მოვალეობები:
** მიიღოს აქტიური მონაწილეობა მენიუსთვის ახალი კერძების შექმნაში;
** ეფექტურად მართოს გუნდი კომპანიის სტანდარტების შესაბამისად;
** ზედამხედველობა გაუწიოს სამზარეულოს გუნდს;
** აწარმოოს საჭირო პროდუქციის ხარჯთაღრიცხვა;
** დანაკარგის შემცირების / პრევენციის მიზნით რეგულარულად გადაამოწმოს ინვენტარი და ყოველთვიურად აწარმოოს შესაბამისი დოკუმენტი;
** უზრუნველყოს ადმინისტრაციული პროცედურების გატარება;
** აქტიურად ჩაერთოს HACCP სისტემის, კონტროლისა და დოკუმენტაციის შევსების პროცესში;
** აკონტროლოს მარაგების ოპტიმალური მოხმარება;
** მონაწილეობა მიიღოს ყოველთვიურ ინვენტარიზაციაში.
საჭირო უნარები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** პროფესიული განათლება სასმელებისა და კვების მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესობად);
** დატვირთულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** გუნდის მართვის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
** გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე;
** კვებას;
** კომპანიის პროდუქტებზე სპეციალურ ფასს თანამშრომლებისთვის.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტაზე: mariam@la-panetteria.com.
დიასახლისი.
ძირითადი მოვალეობები:
** ობიექტის გენერალური (ძირფესვიანი) დასუფთავების ჩატარება დადგენილი გრაფიკის მიხედვით;
** რთულად მისადგომი ადგილების საფუძვლიანი წმენდა (კედლები, კარები, ფანჯრები, კუთხეები და სხვა ზედაპირები);
** იატაკების ღრმა წმენდა, რეცხვა და საჭიროების შემთხვევაში დამუშავება;
** ვიტრინების, მინის ზედაპირებისა და ტექნიკის საფუძვლიანი წმენდა;
** სველი წერტილების სრული ჰიგიენური დამუშავება და დეზინფექცია;
** გამოყენებული ინვენტარისა და ქიმიური საშუალებების სწორი და უსაფრთხო გამოყენება;
** შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი და ობიექტის მოწესრიგებულ მდგომარეობაში ჩაბარება;
** სამზარეულოს დალაგება & მოწესრიგება.
საჭირო უნარები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** რამდენიმე ამოცანის ერთდროულად შესრულების უნარი;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხიმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
** გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე;
** კვებას;
** კომპანიის პროდუქტებზე სპეციალურ ფასს თანამშრომლებისთვის.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტაზე: mariam@la-panetteria.com.
|
|
|
|