Робота для біженців з України
ლოგისტიკის სპეციალისტი - გარდაბანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ლოგისტიკის სპეციალისტი
მომწოდებელი: გარდაბნის თბოსადგური 2
გამოქვეყნდა: 09 მარტი / ბოლო ვადა: 09 აპრილი
ენერგეტიკული კომპანია შპს "გარდაბნის თბოსადგური 2" აცხადებს ვაკანსიას ლოგისტიკის სპეციალისტის პოზიციაზე.

პირობები:

ყოველთვიური ანაზღაურება: 4000 - 5000 ლარი, კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად.
სამუშაო გრაფიკი: 5 სამუშაო დღე, 10:00-17:00 სთ, შესვენება 1 საათი;
სამუშაო ადგილი: ქ. გარდაბანი, დ. აღმაშენებლის ქ. 2ბ
ტრანსპორტირება: უზრუნველყოფს კომპანია ქ. თბილისი და რუსთავის სხვადასხვა ლოკაციიდან

ბენეფიტები:

** უსაფრთხო და კომფორტული სამუშაო გარემო;
** ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევა;
** კორპორატიული მობილური ტელეფონის ნომერი ყოველთვიური ლიმიტითა და შეღავათიანი ტარიფებით;
** პროფესიული ტრენინგების დაფინანსება;

ძირითადი მოვალეობები:

** სატრანსპორტო გადაზიდვების დაგეგმვა;
** გადამზიდავი/ლოგისტიკური კომპანიების შერჩევაში მონაწილეობა და შესრულებული სამუშაოების შემდგომი მონიტორინგი;
** დოკუმენტაციის მომზადება საბაჟოზე წარსადგენად და ტვირთების განბაჟება;
** დროებითი ექსპორტისა და იმპორტის ოპერაციების დაგეგმა, ოპერაციებთან დაკავშირებული სრული ციკლის კოორდინირება;
** საქონლის მომწოდებელ კომპანიებთან ურთიერთობა და იმპორტის, მათ შორის დროებითი იმპორტის და მათთან დაკავშირებული პროცესების სრული კოორდინირება;
** საჭიროების შემთხვევაში მომწოდებლებისაგან ტვირთის თანმხლები დოკუმენტაციის წინასწარ გამოთხოვა და დოკუმენტების სისწორის შემოწმება;
** ლოგისტიკური ოპერაციების შესახებ რეპორტების შედგენა;
** ოპერაციებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შენახვა და დაარქივება;
** ფუნქცია-მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო ინფორმაციის სხვადასხვა დეპარტამენტებიდან/სამსახურებიდან გამოთხოვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის ხარისხი (ბიზნესის ადმინისტრირება, ლოგისტიკა ან მასთან დაკავშირებულ სფერო);
** ინგლისური ენის ცოდა;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა.
** გამოცდილება: მინიმუმ 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება ლოგისტიკის მიმართულებით.

აუცილებელი უნარები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** როგორც დამოუკიდებლად, ასევე, გუნდური მუშაობის უნარი;
** დისციპლინირებულობა;
** ორგანიზებულობა.

მოცემულ ვაკანსიაზე განაცხადის წარმოდგენის მიზნით, გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე შემდეგ ელ. მისამართზე: hr@tpp.ge არაუგვიანეს 2026 წლის 22 მარტისა, გთხოვთ Subject-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

შენიშვნა:

კანდიდატის მიერ განაცხადის ფარგლებში წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შპს "გარდაბნის თბოსადგური 2"-ის მიერ (ს/კ: 426529759) (მათ შორის, უფლებამოსილი პირების მეშვეობით), მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 5 წლის ვადით. კანდიდატი განაცხადის წარმოდგენით ეთანხმება ზემოაღნიშნულს. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ელ. ფოსტის მისამართზე: hr@tpp.ge

დაგვიანებით გადმოგზავნილი აპლიკაცია არ მიიღება და არ დაექვემდებარება შერჩევას.

გთხოვთ არ შემოიტანოთ აპლიკაცია, თუ თქვენი განათლება და კვალიფიკაცია არ შეესაბამება ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე