|
დასახელება:
ავეჯის ხელოსნის დამხმარე
|
| მომწოდებელი:
მობილია ბათუმი
|
|
გამოქვეყნდა: 09 მარტი
/ ბოლო ვადა: 09 აპრილი
|
მობილია ბათუმი აცხადებს ვაკანსიას ავეჯის ხელოსნის დამხმარეს პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ბათუმი
ანაზღაურება: 1300-1500 ლარი
სამუშაო გრაფიკი: სრული (Full-time)
კომპანია: მობილია ბათუმი - ავეჯის საწარმო, რომელიც სპეციალიზებულია ხარისხიანი და ინოვაციური ავეჯის წარმოებაში. ვეძებთ გამოცდილ ხელოსნის დამხმარეს.
მოვალეობები:
** ხელოსნების ასისტირება წარმოების ყველა ეტაპზე (ჭრა, აწყობა, შეფუთვა);
** მასალების მომზადება, გადაადგილება და დახარისხება;
** ხელსაწყოების გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნება და მათი მიწოდება სამუშაო პროცესში;
** ზედაპირების პირველადი დამუშავება (ზუმფარით დამუშავება, გაწმენდა);
** საამქროში წესრიგისა და სისუფთავის მუდმივი დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ენერგიულობა და ფიზიკური გამძლეობა — სამუშაო მოითხოვს აქტიურ მოძრაობას;
** დისციპლინა და პუნქტუალურობა;
** სწრაფად სწავლისა და მითითებების ზუსტად შესრულების უნარი;
** გუნდური მუშაობის პრინციპების პატივისცემა
** ელექტრო ხელსაწყოებთან მუშაობის ცოდნა
ჩვენ გთავაზობთ:
** კონკურენტუნარიანი ანაზღაურება 1300-1500 ლარი.
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობები.
** მეგობრული სამუშაო გარემო.
** კვებას და ტრანსპორტირებას ანაზღაურებს კომპანია
info@mobilia.ge
|
|
|
|