|
დასახელება:
მერჩენდაიზერი
|
| მომწოდებელი:
დაკო ტრეიდი
|
|
გამოქვეყნდა: 09 მარტი
/ ბოლო ვადა: 09 აპრილი
|
სადისტრიბუციო კომპანია "დაკო ტრეიდ", 2013 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე მშრალი კვების მიმართულებით და წარმოადგენს, როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო ბრენდებს.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო საათები: 09:30 - 18:30
** სამუშაო გრაფიკი : სრული (ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით)
** ანაზღაურება - 1000ლარი + საბონუსე სისტემა (2000 ლარამდე)
** მდებარეობა: ქ. თბილისი, ორხევის დასახლება, თ.ჩანტლაძის ქუჩა
** დამატებითი სარგებელი: ჯანმრთელობის დაზღვევა (მე-6 თვიდან)
ძირითადი მოვალეობები:
** სავაჭრო ობიექტებზე პროდუქციის წარმოჩენის, მერჩენდაიზინგის სტანდარტებით უზრუნველყოფა;
** პროდუქციის ვადების შემოწმება და FIFO სტანდარტის დაცვის კონტროლი;
** პროდუქციაზე ფასებისა და ფასმაჩვენებლის განთავსება;
** შესრულებული საქმის დროული ანგარიშის წარდგენა შესაბამის დეპარტამენტებთან;
** ტერიტორიაზე პროდუქციის მუდმივი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
** პროდუქციის განლაგების შენარჩუნება და მისი გაფართოება სავაჭრო ობიექტებში;
** საჭიროების შემთხვევაში შეკვეთებში მონაწილეობის მიღება;
** სავაჭრო ობიექტებში არსებული პროდუქციის ნაშთების კონტროლი;
** მართვის მოწმობა B კატეგორია;
** საკუთარი ავტომობილი/განიხილება ავტომობილის გარეშეც.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია მერჩენდაიზერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, მაგრამ აუცილებელი არაა.
** ავტომობილის გარეშე, კომპანია უზრუნველყოფს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხარჯს.
პიროვნული მახასიათებლები და უნარები:
** პროდუქციის პრეზენტაციის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** გუნდური მუშაობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დაგეგმვისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგზავნეთ რეზიუმე ელ. მისამართზე: info@dakotrade.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "მერჩენდაიზერი".
|
|
|
|