Робота для біженців з України
მფლობელებთან ურთიერთობის მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მფლობელებთან ურთიერთობის მენეჯერი
მომწოდებელი: White Sails
გამოქვეყნდა: 09 მარტი / ბოლო ვადა: 09 აპრილი
ბათუმში მდებარე მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი "ვაით სეილსი - White Sails" აცხადებს ვაკანსიას მფლობელებთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე.

White Sails არის თანამედროვე პრემიუმ კლასის აპარტამენტებისგან შემდგარი კომპლექსი, რომელიც მდებარეობს ქალაქ ბათუმში, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე, ზღვის პირველ ზოლში.

2020 წელს აშენებული კომპლექსის ტერიტორიაზე განთავსებულია 1098 აპარტამენტი, 27-მეტრიანი ღია საცურაო აუზი, რომელიც გათვლილია როგორც დიდებისთვის, ისე პატარებისთვის, 13, 000 კვ.მ. რეკრეაციული სივრცე, საბავშვო და სპორტული მოედნები, პარკინგი, 24-საათიანი რეცეფცია.

ჩვენი მიზანია საუკეთესო მომსახურების შეთავაზება ჩვენი კომპლექსის სტუმრებისთვის და მუდმივი მაცხოვრებლებისთვის, ამ მიზნის მიღწევაში გვეხმარება ჩვენი პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული გუნდი. ჩვენ გთავაზობთ ჯანსაღ სამუშაო გარემოს და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.

პოზიცია: მფლობელებთან ურთიერთობის მენეჯერი
სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 40 საათი
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
მისამართი: ბათუმი, ლეხ და მარია კაჩინსკების N5

ძირითადი მოვალეობები:

** მფლობელებთან ყოველდღიური კომუნიკაციის უზრუნველყოფა და მათ მოთხოვნებზე დროული რეაგირება
** მფლობელებთან ურთიერთობის დესკის ყოველდღიური ოპერირების მართვა და კონტროლი
** მფლობელებისთვის რეგულარული რეპორტების მომზადება და დროული გაგზავნა
** აპარტამენტებთან დაკავშირებული ინფორმაციის მართვა და სისტემატიზაცია
** Front Desk, Housekeeping და ტექნიკურ დეპარტამენტებთან კოორდინაცია მეპატრონეების აპარტამენტებთან დაკავშირებული საკითხების სწრაფად და ეფექტურად მოსაგვარებლად
** მფლობელების შეკითხვების, მოთხოვნებისა და საჩივრების პროფესიონალურად და ოპერატიულად მართვა
** აპარტამენტების სტატუსის, მომსახურების ხარისხისა და დეტალების მონიტორინგი
** მფლობელებთან კომუნიკაციის ისტორიის, დოკუმენტაციისა და მონაცემების სწორი აღრიცხვა
** ორგანიზებული, დეტალებზე ორიენტირებული და მაღალი მომსახურების სტანდარტის მქონე სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა
** მფლობელებთან ურთიერთობის პროცესის გაუმჯობესების მიზნით ინიციატივების შეთავაზება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ტურიზმის, სასტუმროს მენეჯმენტის ან შესაბამის სფეროში სასურველია
** სასტუმროს ოპერაციებში ან სტუმართან მომსახურების სფეროში სამუშაო გამოცდილება
** ქართული და ინგლისური ენების ცოდნა, დამატებითი უცხო ენა ჩაითვლება უპირატესობად
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office)
** სასტუმროს მართვის სისტემებთან (PMS) მუშაობის გამოცდილება სასურველია

აუცილებელი უნარები:

** ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი
** სტუმარზე და მეპატრონეებზე ორიენტირებული მიდგომა
** პრობლემების სწრაფად და ეფექტურად გადაწყვეტის უნარი
** გუნდური მუშაობისა და ლიდერობის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა
** პრიორიტეტების მართვის უნარი

ჩვენი გუნდის წევრებს ვთავაზობთ:

** ფასდაკლებას კომპლექსში განთავსებულ რესტორნებში, სპა-ცენტრში, სავარჯიშო დარბაზებში, აუზსა და სხვა სერვისებზე
** ჯანმრთელობის დაზღვევას, თქვენი ფიზიკური კეთილდღეობის მხარდასაჭერად
** უზრუნველყოფილ კვებას სამუშაო დღეებში
** Day Off- დამატებით 6 ანაზღაურებად დასვენების დღეს
** დაბადების დღის აღსანიშნავად დამატებით ანაზღაურებად დასვენების დღეს
** პროფესიონალური განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას - ტრენინგები და განვითარების პროგრამები

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ. მისამართზე: hr@wsr.ge და სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

თქვენ მიერ გამოგზავნილი განაცხადი/CV/რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს.

თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვრება White Sails-ის ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

გაცნობებთ, რომ ჩვენ მიერ თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება, ვაკანსიის მოთხოვნებთან თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით, სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნებისა და დამუშავების პრინციპების შესაბამისად. განაცხადი/CV/რეზიუმე-ს გამოგზავნით კანდიდატი თანხმობას აცხადებს, რომ პერსონალური მონაცემები შესაძლოა დამუშავდეს სხვა მოქმედ და სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. გამოგზავნილი განაცხადი შენახული იქნება არაუმეტეს 6 თვის ვადით, ხოლო კანდიდატის შესაბამის პოზიციაზე აყვანის შემთხვევაში, სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე