Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=706282&print=yes&view=jobs
 
საკრედიტო პორტფელის მართვის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საკრედიტო პორტფელის მართვის მენეჯერი
მომწოდებელი: პროკრედიტ ბანკი
გამოქვეყნდა: 09 მარტი / ბოლო ვადა: 09 აპრილი
"პროკრედიტ ბანკი" აცხადებს ვაკანსიას საკრედიტო პორტფელის მართვის მენეჯერის თანამდებობაზე.

გიყვარს გამოწვევები და სწრაფი განვითარება? შემოგვიერთდი "პროკრედიტ ბანკის" თბილისის ფილიალის გუნდში!

"პროკრედიტ ბანკი" საქართველოში 1999 წლიდან ოპერირებს და არის გერმანიაში დაფუძნებული პროკრედიტ ჯგუფის ნაწილი, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის, ლათინური ამერიკისა და გერმანიის ბაზრებზე.

ჩვენ გთავაზობთ სტაბილურ სამუშაო გარემოს, საერთაშორისო სტანდარტებსა და პროფესიულ ზრდას. ჩვენთან შენი ენერგია ფასობს, ინიციატივა აღინიშნება, ხოლო განვითარება — სისტემატურად მხარდაჭერილია. შემოუერთდი გუნდს, სადაც პროგრესი ყოველდღიურია.

ძირითადი მოვალეობები:

** საკრედიტო კლიენტების პორტფელის მართვა;
** კლიენტების მიერ სესხების შენატანების დროულად განხორციელების მონიტორინგი/მართვა;
** კლიენტებთან მჭიდრო კომუნიკაცია რათა უზრუნველყოფილი იყოს სესხების დროული დაფარვა;
** ფინანსური მონიტორინგების მომზადება და შესაბამის კომიტეტში მონაწილეობა;
** საჭიროების შემთხვევაში კლიენტებთან ადგილზე ვიზიტი სესხის დროულად დასაფარად, მონიტორინგის ჩასატარებლად ან სხვა აქტუალურ საკითხებზე მოლაპარაკებებისათვის;
** კლიენტის ბიზნესთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირება, შეფასება და გამოვლენილი რისკების შემცირებისთვის შესაბამისი ზომების დასახვა;
** საჭიროების შემთხვევაში რესტრუქტურიზაციის/რეფინანსირების გაკეთება;
** პორტფელში არსებული კლიენტების სესხების ეფექტურად მართვისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება;
** ბანკის რისკების და იურიდიულ განყოფილებებთან მჭიდრო თანამშრომლობა ყველა იმ ღონისძიების გასატარებლად რაც უზრუნველყოფს სესხების დროულად და ბანკისათვის ნაკლები დანახარჯებით დაფარვას;
** ბანკის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობა.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე, ბანკში ბიზნეს კლიენტებთან მუშაობის ან საკრედიტო მიმართულებით არსებულ სხვა პოზიციებზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

** მოტივირებული;
** კარგი კომუნიკაციის უნარები;
** კრეატიული;
** ანალიტიკური აზროვნება;
** დეტალების მიმართ ყურადღებიანი;
** სწრაფად ათვისების უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

დაინტერესდი? გაგზავნე შენი რეზიუმე ვაკანსიის დასახელებით — "საკრედიტო პორტფელის მართვის მენეჯერი" შემდეგ ელ. ფოსტაზე: geo.hr.recruiting@procredit-group.com

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 09/04/2026

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება (მათ შორის შესაძლოა გადაეცეს პროკრედიტ ჯგუფში შემავალ სხვა ქვეყნებს) სს "პროკრედიტ ბანკის" მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 6 [ექვსი] თვის ვადით.

გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: geo.hr.department@procredit-group.com

სს"პროკრედიტ ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ : 2 20 22 22 ; geo.info@procredit-group.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია