Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=706240&print=yes&view=jobs
 
ექსპორტ-იმპორტის მენეჯერი - გუანჯოუ, ჩინეთი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ექსპორტ-იმპორტის მენეჯერი
მომწოდებელი: ჩინური საერთაშორისო სავაჭრო კომპანია
გამოქვეყნდა: 09 მარტი / ბოლო ვადა: 09 აპრილი
ჩინური საერთაშორისო სავაჭრო კომპანია აცხადებს ვაკანსიას ექსპორტ-იმპორტის მენეჯერის პოზიციაზე. თუ გაქვთ გამოცდილება საერთაშორისო ვაჭრობის სფეროში, გსურთ მუშაობა დინამიკურ გარემოში და განვითარება საერთაშორისო ბაზარზე, გიწვევთ ჩვენს გუნდში.

სამუშაო ადგილი: გუანჯოუ, ჩინეთი

ანაზღაურება:

** ფიქსირებული ხელფასი: 1000 აშშ დოლარი
** დამატებით ბონუსური ანაზღაურება თითოეული წარმატებით შესრულებული პროექტიდან

ძირითადი მოვალეობები:

** იმპორტისა და ექსპორტის პროცესების კოორდინაცია და მართვა
** საერთაშორისო პარტნიორებთან და კლიენტებთან კომუნიკაცია
** პროდუქციის მოძიება, შეთავაზებების მომზადება და მოლაპარაკებების წარმოება
** პროდუქციის ფოტოებისა და ვიდეოების გადაღება და მონტაჟი პრეზენტაციისა და კომერციული მიზნებისთვის
** შესრულებული პროექტების მართვა და შედეგებზე ორიენტირებული მუშაობა

აუცილებელი მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** იმპორტ-ექსპორტის მიმართულებით მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება
** კლიენტებთან ეფექტური კომუნიკაციისა და ურთიერთობის უნარი
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე
** პროდუქციის ფოტო და ვიდეო მასალის გადაღებისა და დამონტაჟების უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად გამოაგზავნეთ შემდეგ ელფოსტაზე: 2744726810@qq.com

სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "ექსპორტ-იმპორტის მენეჯერი"

თუ გსურთ მუშაობა საერთაშორისო გარემოში და კარიერული განვითარება გლობალურ სავაჭრო სფეროში, ჩვენ სიამოვნებით განვიხილავთ თქვენს კანდიდატურას.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია