|
დასახელება:
ღვინის კონსულტანტი
|
| მომწოდებელი:
კახეთის ღვინის სახლი
|
|
გამოქვეყნდა: 09 მარტი
/ ბოლო ვადა: 09 აპრილი
|
ღვინის მაღაზია/ბარი "Kakheti Wine House" აცხადებს ვაკანსიას ღვინის კონსულტანტის პოზიციაზე, ქ. თბილისში.
ვინ ვართ ჩვენ:
"Kakheti Wine House "არის ახალი ქართული ღვინის მაღაზია/ბარი, სადაც წარმოდგენილია კახეთის რეგიონში მოწეული ყურძნისგან დამზადებული ღვინოები.
ჩვენს სივრცეში სტუმრებს შეუძლიათ ღვინის შეძენა მაღაზიის თაროს ფასად და მისი დაგემოვნება ღვინოსთან იდეალურად შეხამებულ ცივ ხემსთან ერთად.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** მომხმარებლებისთვის ღვინის შესახებ კონსულტაციის გაწევა და ინდივიდუალური რეკომენდაციების შეთავაზება;
** სტუმრების გემოვნების შესაბამისად ღვინის შერჩევაში დახმარება;
** ღვინოსთან შეხამებული ცივი ხემსის შეთავაზება;
** მაღაზიაში წარმოდგენილი ასორტიმენტის სრულყოფილი ცოდნა და პროდუქციის პრეზენტაცია;
** სამუშაო სივრცეში სისუფთავისა და წესრიგის დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული მახასიათებლები:
** ქართული ღვინის საბაზისო ცოდნა;
** მომხმარებელთან კომუნიკაციის კარგი უნარები;
** გაყიდვებზე და სტუმრის დადებით გამოცდილებაზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდურად მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ინტენსიურ სამუშაო გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი;
** ქართულ და ინგლისურ ენებზე გამართულად საუბარი;
** მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება სასურველია, თუმცა სავალდებულო არ არის.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: მცოცავი, 2 სამუშაო დღე / 2 დასვენების დღე;
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ფურცელაძის N16.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: info@kakhetiwinehouse.com
სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება — "ღვინის კონსულტანტი".
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
|
|
|
|