Робота для біженців з України
საწყობის დამხმარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის დამხმარე
მომწოდებელი: ფეთვერსი
გამოქვეყნდა: 07 მარტი / ბოლო ვადა: 07 აპრილი
სადისტრიბუციო და იმპორტიორი კომპანია "ფეთვერსი" ქართულ ბაზარზე 2021 წლიდან გამოჩნდა. საქმიანობის დასაწყისიდან "ფეთვერსი" საქართველოში წარმოადგენს ცხოველების ჰიპერპრემიუმ კლასის საკვების იტალიურ ბრენდს, Farmina, რომელმაც მალევე მოიპოვა ჩვენი ოთხფეხა მეგობრების სიყვარული.

2024 წლიდან "ფეთვერსის" ბრენდების პროფილში Farmina-სთან ექსკლუზიური თანამშრომლობის გარდა, გამოჩნდა ბელგიური პრემიუმ კლასის აქსესუარებისა და ცხოველების მოვლის საშუალებების ბრენდი M-Pets.

კომპანია წლიდან წლამდე იზრდება, 2024 წლიდან, თბილისში, კოსტავას #71-ში, "ფეთვერსის" შოურუმი გაიხსნა, იზრდება სადისტრიბუციო ქსელი, პარტნიორი მაღაზიებისა და ბრენდების რიცხვიც.

ცხოველებზე ზრუნვის კომპანია "ფეთვერსი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის დამხმარეს პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, დავით სარაჯიშვილის #6
პოზიციის ტიპი: სრული განაკვეთი

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** მეგობრულ გუნდსა და სამუშაო გარემოს.

ფუნქცია-მოვალეობები:

** საწყობის ტერიტორიაზე ტვირთის მიღება დაცლა;
** მიღებული ტვირთის დალაგება შესაბამის ადგილას;
** შეკვეთების აწყობა, გამზადება დისტრიბუციისთვის;
** პროდუქციის ვადების კონტროლი;
** ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** მოწესრიგებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე contact@petverse.ge-ზე.

Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

"Petverse"-ის პლატფორმა შეიქმნა და გაერთიანდა ერთი, მთავარი მისიის გარშემო: შევქმნათ კომპანიონ ცხოველებზე ზრუნვის ახალი სტანდარტი საქართველოში, რაც განაპირობებს, ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვის კულტურის დამკვიდრებასა და განვითარებას.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: www.petverse.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე