Робота для біженців з України
კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Geosoft Cloud
გამოქვეყნდა: 07 მარტი / ბოლო ვადა: 07 აპრილი
კომპანია "Geosoft Cloud" - Google Cloud Premier Partner-ია საქართველოში და აცხადებს ტალანტების შერჩევას - Corporate Sales Manager / B2B -ის პოზიციაზე.

ჯეოსოფტის შესახებ იხილეთ ვრცლად https://geosoft.ge/about/

სამუშაო პირობები:

** გრაფიკი: ორშ-პარ, 10:00-19:00 (1 სთ შესვენება)
** ტიპი: Full Time
** ლოკაცია: ბესიკის ქ. 4, თბილისი
** გარემო: შედეგზე ორიენტირებული და პროფესიონალური სამუშაო კულტურა

პოზიციის მიზანია: კორპორატიულ მომხმარებლებთან (B2B) აქტიური კომუნიკაცია და კომპანიის ტექნოლოგიური პორტფელის ეფექტური ზრდა

მიზნის მისაღწევად დაგჭირდება:

** პოტენციური კორპორატიული მომხმარებლების მოძიება, საკონტაქტო არხების დამუშავება და სეგმენტირება
** პირველადი კომუნიკაციის დამყარება (ცივი ზარები, საქმიანი მიმოწერა, შეხვედრა Online / Offline)
** კომპანიის სერვისების (Google Workspace, Google Cloud, Microsoft 365 და სხვა) დეტალური პრეზენტაცია პოტენციურ მომხმარებლებთან
** მომხმარებლის ტექნიკური საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი პროდუქტების შეთავაზება
** შეხვედრების ორგანიზება და ტრენინგების ჩატარება პოტენციური/ არსებული მომხმარებლებისთვის
** გაყიდვების პროცესის სრული ციკლის მართვა და ასახვა სისტემაში
** გაყიდვების გეგმის შესრულება და რეპორტინგი ხელმძღვანელთან
** კოორდინაცია და აქტიური ინფორმაციის გაცვლა ტექნიკურ გუნდთან
** არსებულ მომხმარებლებზე ზრუნვა

გაგვიხარდება თუ გაქვს:

** გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით (უპირატესობად ჩაითვლება B2B ან IT სექტორში მუშაობის გამოცდილება)
** მოლაპარაკებების წარმოებისა და პროდუქტის პრეზენტაციის უნარი
** ინგლისური ენის ფლობა საკომუნიკაციო დონეზე
** ტექნოლოგიური სიახლეების მიმართ ინტერესი და სწრაფი ათვისების უნარი

მნიშვნელოვანია, რომ:

** შერჩეულმა კანდიდატმა გაიაროს ონლაინ ტრენინგები და სერტიფიცირება (Google Cloud, AWS, Microsoft, Google Workspace Sales Credentials)
** ანაზღაურება: FIX + BONUSES
** სასურველი ფიქსირებული ანაზღაურება მიუთითე სააპლიკაციო ფორმაში.

თუ გაქვს უნარები, ცოდნა და გამოცდილება, რომელიც ჩვენი მოლოდინების შესაბამისია, შეავსე სააპლიკაციო ფორმა: https://geosoft.ge/career/

აპლიკაციის შევსება შესაძლებელია მხოლოდ Gmail ანგარიშით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე