Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=706182&print=yes&view=jobs
 
მარკეტინგის მენეჯერი - თბილისი, მარტყოფი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: პრემიერ მოტორსი
გამოქვეყნდა: 07 მარტი / ბოლო ვადა: 07 აპრილი
შპს "პრემიერ მოტორსი" 2013 წლიდან აქტიურად ოპერირებს ქართულ სატრანსპორტო და სამშენებლო ტექნიკის ბაზრებზე. კომპანია გახლავთ სხვადასხვა პრემიუმ ბრენდის წარმომადგენელი საქართველოში. მის სადილერო პორტფელში შედის - Volvo Trucks, DongFeng, Baoli, Kalmar, King Long და სხვა წამყვანი ევროპული და მსოფლიო მწარმოებლები.

მულტიბრენდულებიდან და ბაზრის პოტენციალიდან გამომდინარე, კომპანია ეძებს ნიჭიერ, ენერგიულ და კრეატიულ მარკეტინგის მენეჯერს.

უპირატესობად ჩაითვლება ავტო, სატრანსპორტო და მძიმე ტექნიკის ბიზნესში მუშაობის გამოცდილება.

ფუნქციები:

** ახალი მარკეტინგული არხების ინიციირებით, ინოვაციური მარკეტინგული პროექტების დანერგვითა და ლიდების გენერირების გზით, გაყიდვების გაზრდის მაქსიმალური ხელშეწყობა;
** ე.წ. Direct მარკეტინგის გამოყენებით, ინტერნეტ, მედია და გარე რეკლამების საშუალებით, პოტენციური მომხმარებლების რაოდენობის გაზრდა;
** სოციალური მედიისა და ციფრული მარკეტინგის მართვა და მისი თითოეული არხის გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
** წლიური მარკეტინგული გეგმის და ბიუჯეტის შემუშავება - პროექტების, მიზნებისა და მისაღწევი პროდუქტების გაწერით;
** ფაქტობრივი და დაგეგმილი ბიუჯეტების შედარება და მარკეტინგული კამპანიების შედეგების ანალიზი;
** სხვადასხვა სახის მარკეტინგული და სარეკლამო მასალების დამზადება, შეკვეთა და მარაგების მართვა.

კანდიდატის პიროვნული თვისებები და პროფესიული მოთხოვნები:

** მოტივირებული;
** შედეგზე ორიენტირებული;
** კრეატიული;
** ინიციატივიანი;
** ხედვის, ანალიზის და ადმინისტრირების უნარების მქონე;
** აუცილებელია Ads Manager-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** უპირატესობად განიხილება ინგლისური, რუსული ენის, Google Ads-ის და საოფისე პროგრამების ცოდნა.

პრემიერ მოტორსში დასაქმების ბენეფიტები:

** მზარდ კომპანიაში მუშაობა;
** კარიერული ზრდის საშუალება;
** ხელშეწყობა საუნივერსიტეტო ლექციების გრაფიკში;
** დაზღვევა;
** კორპორატიული ნომერი;
** კვირაში ორი დისტანციური სამუშაო დღე;
** დასაქმებულის საპენსიო გადასახადის გადახდა.

ანაზღაურება: განიხილება ინდივიდუალურად, კანდიდატის გამოცდილებიდან გამომდინარე

სამუშაო გრაფიკი და ლოკაცია:

** ჰიბრიდული სამუშაო გრაფიკი: საოფისე და დისტანციური დღეები;
** თბილისი, ს.მარტყოფი, გეზ-ის მიმდებარედ;

საკონტაქტო: info@premiermotors.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია