|
დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი - ანაზღაურებადი სტაჟირება
|
| მომწოდებელი:
მაქსთერმი
|
|
გამოქვეყნდა: 07 მარტი
/ ბოლო ვადა: 07 აპრილი
|
შპს "მაქსთერმი" რომელიც 2005 წლიდან პოზიციონირებს ქართულ ბაზარზე, როგორც ერთ-ერთი ლიდერი კომპანია გათბობის, გაგრილების, სავენტილაციო და საკანალიზაციო სისტემების მოწყობის მიმართულებით, ასევე სააბაზანოს პრემიუმ ავეჯის ხაზისა და კერამიკის მიმართულებით, აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ბელიაშვილის 149
პოზიცია მოიცავს:
** სანტექნიკისა და კერამიკული ფილების შოურუმში პროდუქციის მახასიათებლების შესწავლას;
** მომხმარებლებთან ურთიერთობას;
** დიზაინერებთან კომუნიკაციას;
** ბრენდების შესწავლა/შეთავაზებას;
** მომხმარებლის მოზიდვის მიზნით კომპანიის მიერ დაგეგმილ აქტივობებში მონაწილეობის მიღებას.
ვეძებთ კანდიდატს, რომელსაც აქვს: მოტივაცია და განვითარების სურვილი
არის:
** პუნქტუალური;
** მოწესრიგებული;
** დისციპლინირებული;
** ორგანიზებული.
კომპანია გთავაზობთ:
** პრაქტიკული გამოცდილება რეალურ გაყიდვებსა და ბიზნეს პროცესებში;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა;
** სტაჟირების წარმატებით დასრულების შემთხვევაში დასაქმების პერსპექტივა;
** ანაზღაურება: 700 ლარი.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელფოსტის მისამართზე: hr@maxtherm.ge
ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - სტაჟირება.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|