Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=706158&print=yes&view=jobs
 
მემონტაჟე-ექსპედიტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მემონტაჟე-ექსპედიტორი
მომწოდებელი: ქართული სადისტრიბუციო და მარკეტინგული კომპანია
გამოქვეყნდა: 07 მარტი / ბოლო ვადა: 07 აპრილი
შპს "ქართული სადისტრიბუციო და მარკეტინგული კომპანია" (GDM) აცხადებს ვაკანსიას მემონტაჟე-ექსპედიტორის პოზიციაზე თბილისში.

დეპარტამენტი: ლოჯისტიკა / ტექნიკური მხარდაჭერა
ანგარიშგება: ლოჯისტიკის მენეჯერთან / ოპერაციების მენეჯერთან

პოზიციის მიზანი:

სავაჭრო ობიექტებში სნეკის თაროების ტრანსპორტირება, მონტაჟი და მიღება-ჩაბარების დოკუმენტაციის გაფორმება; საჭიროების შემთხვევაში სავაჭრო მაცივრების ტრანსპორტირება და მონტაჟი.

ძირითადი მოვალეობები:

1. სნეკის თაროები (ძირითადი მიმართულება)

** თაროების ჩატვირთვა/გადატვირთვა საწყობში
** ტრანსპორტირება სავაჭრო ობიექტებში
** ადგილზე აწყობა და მონტაჟი სტანდარტის მიხედვით
** განლაგების სქემის (planogram) დაცვა
** დაზიანებების შემოწმება
** მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება ობიექტთან
** დემონტაჟი საჭიროების შემთხვევაში
** საწყობში დაბრუნება/რელოკაცია

2. სავაჭრო მაცივრები (უმნიშვნელო მოცულობით)

** მაცივრების უსაფრთხო ტრანსპორტირება
** ადგილზე განთავსება და მონტაჟი
** ტექნიკური შემოწმება (ელექტრო ჩართვა, დონირება)
** მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება
** მცირე ხარვეზების იდენტიფიცირება და რეპორტინგი

3. დოკუმენტაცია და კონტროლი

** მიღება-ჩაბარების აქტების შევსება
** ფოტო-რეპორტის მომზადება (მონტაჟამდე/მონტაჟის შემდეგ)
** POSM/აღჭურვილობის აღრიცხვა
** დაზიანებების დაფიქსირება და ინფორმირება
** გადაზიდვის მარშრუტის შესრულება გეგმის მიხედვით

პასუხისმგებლობა:

** კომპანიის ქონების (თაროები, მაცივრები, POSM) უსაფრთხოება
** ტრანსპორტირებისას დაზიანებების თავიდან აცილება
** დოკუმენტაციის სისწორე
** სამუშაოების შესრულება დადგენილ ვადებში

მოთხოვნები კანდიდატის მიმართ:

** B კატეგორიის მართვის მოწმობა
** ფიზიკური დატვირთვის უნარი
** ტექნიკური აზროვნება
** პასუხისმგებლობა და დისციპლინა
** გამოცდილება მონტაჟში/ლოჯისტიკაში ჩაითვლება უპირატესობად

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://gdholding.selfrecruit.ge/s/HsFAR
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია