Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=706074&print=yes&view=jobs
 
გერმანულენოვანი მომხმარებელთა მომსახურების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გერმანულენოვანი მომხმარებელთა მომსახურების სპეციალისტი
მომწოდებელი: CMX Solutions
გამოქვეყნდა: 06 მარტი / ბოლო ვადა: 06 აპრილი
"CMX Solutions" LLC ეძებს გერმანულენოვან მომხმარებელთა მომსახურების სპეციალისტებს - Zalando-ს პროექტისთვის, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი წამყვანი ონლაინ პლატფორმაა მოდასა და ცხოვრების სტილზე ორიენტირებული პროდუქტების მიმართულებით.

მდებარეობა: თბილისი, თუმცა განიხილება აგრეთვე კანდიდატები, რომლებიც არ ცხოვრობენ თბილისში და სურთ დისტანციურად მუშაობა.
სამუშაო განაკვეთი: სრული, ან ნახევარი განაკვეთი
სამუშაო განრიგი: მოქნილი გრაფიკი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებელთა მომსახურება შემომავალი და გამავალი ზარის და ელექტრონული მიმოწერის საშუალებით;
** მომხმარებლის მოთხოვნის დადგენა, ინფორმაციის მოძიება და დაკვალიანება;
მოთხოვნები:
** გერმანული ენის ცოდნა (C1 დონე);
** ინგლისური ენის ცოდნა (B1.3 დონე);
** გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** მომხმარებელზე ორიენტირებულობა და თავაზიანობა;
** მაღალი კომპიუტერული უნარ ჩვევები;
** სისხარტე, ოპერატიულობა;
** სიზუსტე, აკურატულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სამუშაო გამოცდილება არ მოითხოვება;

ჩვენ გთავაზობთ:

** დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობას;
** სრულ, ან ნახევარ სამუშაო განაკვეთზე დასაქმებას;
** მორგებულ სამუშაო გრაფიკს;
** ფიქსირებულ ანაზღაურებას;
** ყოველთვიურ ბონუსს;
** რეკომენდაციის ბონუსს თითოეულ რეკომენდირებულ კანდიდატზე;
** ანაზღაურებად ტრენინგ კურსს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** მეგობრულ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** განვითარებისა და წინსვლის შესაძლებლობას.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ შეავსეთ თქვენი მონაცემები აღნიშნულ პლატფორმაზე

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია