Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=706054&print=yes&view=jobs
 
უმცროსი ინვენტარიზაციის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უმცროსი ინვენტარიზაციის სპეციალისტი
მომწოდებელი: მაღაზიათა ქსელი გვირილა
გამოქვეყნდა: 06 მარტი / ბოლო ვადა: 06 აპრილი
კომპანია "გვირილა" საქართველოს რითეილ ბაზარზე გამოჩნდა 2022 წლის ოქტომბრის თვეში და ამჟამად ქვეყნის მასშტაბით 355 ობიექტით არის წარმოდგენილი; მისი მიზანია შესთავაზოს სხვადასხვა გემოვნების მომხმარებელს მაღალი ხარისხის, ხელმისაწვდომი ფასისა და ფართო ასორტიმენტის პროდუქცია მთელი ქვეყნის მასშტაბით.

კომპანია დინამიურად ვითარდება და გაფართოებასთან ერთად გუნდის ახალ წევრებს იმატებს, რომელთაც ჯანსაღ სამუშაო გარემოს, კარიერას და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვას სთავაზობს
შპს "გვირილა რითეილის" მარკეტების ქსელი აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ინვენტარიზაციის სპეციალისტის პოზიციაზე

ფუნქცია/მოვალეობა:

** ინვენტარიზაციის შედედგების პროგრამულად გადამოწმება/დამუშავება
** არსებული სასაქონლე ნაშთების შემოწმება დანაკლისი/მეტობა მოკვლევა, დადგენა პროგრამულად;
** ინვენტარიზაციის შედეგად მიღებული ინფორმაციის ასახვა პროგრამულად;
** რეპორტების მომზადება და ხელმძღვანელისთვის ინფორმაციის მიწოდება;
** ხელმძღვანელის სხვა დავალებებეის მითითების შესრულება:

მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია APEX-ის პროგრამის ცოდნა;

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდურუ მუშაობის უნარი.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00;
სამუშაო ადგილი:ვარკეთილის მეურნეობა, ახ. მელაშვილის 2ა

ჩვენ გთავაზობთ:

** კარიერული განვითარების შესაძლებლობას
** მეგობრულ გუნდს

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: HR@gvirila.com.ge. სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს "გვირილა რითეილის" მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 თვის ვადით.

უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: HR@gvirila.com.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია