Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=706030&print=yes&view=jobs
 
დირექტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დირექტორი
მომწოდებელი: გრატო მენეჯერი
გამოქვეყნდა: 06 მარტი / ბოლო ვადა: 06 აპრილი
შპს "გრატო მენეჯერი" აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს ცენტრის დირექტორის პოზიციაზე.

ლოკაცია: თბილისი, ვერა
ანაზღაურება: 2000 ლარი (ნეტო)

ფუნქცია-მოვალეობები:

ბიზნეს ცენტრი "გრატო პასაჟის" ყოველდღიური ოპერაციების ეფექტიანი მართვა
და ადმინისტრაციული თუ ტექნიკური პროცესების გამართული ფუნქციონირების
უზრუნველყოფა.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** ბიზნეს ცენტრის ყოველდღიური ოპერაციების კოორდინაცია
** ადმინისტრაციული პერსონალის მართვა და კონტროლი
** მოიჯარეებთან კომუნიკაცია და იჯარის ხელშეკრულებების ადმინისტრირება
** პარკინგის მართვა და შესაბამისი პროცესების კონტროლი
** გასაქირავებელი ფართების მართვა და მათი განთავსება ვებ-პორტალებზე
** შენობის ტექნიკური და საინჟინრო სისტემების გამართული მუშაობის
მონიტორინგი
** საერთო სივრცეების მოვლისა და მცირე სარემონტო სამუშაოების კოორდინაცია
** უსაფრთხოების და შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** სასურველია გამოცდილება უძრავი ქონების მართვის ან
ადმინისტრაციულ/სამეურნეო მიმართულებით

საჭირო უნარები:

** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ეფექტური კომუნიკაცია
** დეტალებზე ორიენტაცია
** პრობლემების სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტის უნარი
** საოფისე პროგრამებთან მუშაობის ცოდნა

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ CV გამოაგზავნოთ ელ. ფოსტაზე:info@senta.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია