Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=706013&print=yes&view=jobs
 
სამედიცინო წარმომადგენელი/ჯგუფის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამედიცინო წარმომადგენელი/ჯგუფის მენეჯერი
მომწოდებელი: IM Plus Pharma
გამოქვეყნდა: 06 მარტი / ბოლო ვადა: 06 აპრილი
ევროპული ფარმაცევტული კომპანია "Im Plus Pharma" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის/ჯგუფის მენეჯერის პოზიციაზე (თბილისი)

ძირითადი მოვალეობები:

** ყოველდღიური ვიზიტები ექიმებთან და სააფთიაქო პერსონალთან, რეპორტის მომზადება
** კომპანიის მედიკამენტების შესახებ სამეცნიერო ინფორმაციის წარდგენა ექიმებთან
** სამეცნიერო ღონისძიებათა ორგანიზება და ჩატარება (კონფერენცია, სემინარი, პრეზენტაცია)
** კომპანიის მედიკამენტების პრომოციისათვის საჭირო სხვა საქმიანობის განხორციელება
** გაყიდვების მართვა ობიექტებზე (დაგეგმვა, ანალიზი, მიზნის დასახვა შედეგის შეფასება)
** გუნდის მენეჯმენტი - სამედიცინო წარმომადგენლებთან კომუნიკაცია და მათი მომზადება

მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება (უპირატესობა მიენიჭებათ სამკურნალო და პედიატრიული ფაკულტეტის კურსდამთავრებულებს);
** მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა და გამართული მეტყველება;
** რუსული და ინგლისური ენის ცოდნა სასურველია;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

უნარები და კომპეტენციები:

** ათვისებისა და განვითარების უნარი;
** შრომისმოყვარეობა, პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა, ენერგიულობა, ინიციატივის გამოჩენის უნარი;
** გუნდური და დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** გარემოში ადაპტაციისა და პრობლემების გადაწყვეტის უნარი.
** ანაზღაურება განიხილება კონკრეტულ შემთხვევებში კანდიდატის კომპეტენციებიდან და უნარებიდან გამომდინარე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად მისამართზე: vacancy@implus.ge. გთხოვთ "Subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: სამედიცინო წარმომადგენელი/ჯგუფის მენეჯერის პოზიცია (თბილისი)
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია