Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=706012&print=yes&view=jobs
 
საწყობის თანამშრომელი/კონსულტანტი - სარფი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის თანამშრომელი/კონსულტანტი
მომწოდებელი: დუთი ფრი ფოინთს
გამოქვეყნდა: 06 მარტი / ბოლო ვადა: 06 აპრილი
ჩვენს შესახებ:

შპს "დუთი ფრი ფოინთს"-ის თავისუფალი ვაჭრობის ობიექტები, წარმოდგენილია საქართველოს სამ მთავარ სახმელეთო სასაზღვრო პუნქტზე: ყაზბეგი, სარფი და სადახლო.

ძირითადი მიმართულებაა: თამბაქო, ალკოჰოლი და პარფიუმერია. ჩვენი პარტნიორები არიან წამყვანი გლობალური ბრენდები და ჩვენი მიზანია საერთაშორისო მოგზაურებისთვის ჩვენს მომხმარებლებს შევთავაზოთ გამორჩეული სერვისი და ექსკლუზიური "დუთი ფრი" პროდუქცია

ადგილმდებარეობა: სარფი, საქართველო
მისამართი: სასაზღვრო გამშვები პუნქტი
პოზიცია : საწყობის თანამშრომელი/კონსულტანტი
სამუშაო განაკვეთი, სამუშაო საათები: 24 საათიანი გრაფიკი - 4 დღეში ერთხელ (კვირაში არ აღემატება 40 საათს)
ანაზღაურება: 1000 ლარი გამოსაცდელ პერიოდში (ხელზე ასაღები თანხა)
ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა; ტრანსპორტირება; დასვენების დღის არჩევის შესაძლებლობა

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

** შემოსული პროდუქციის ჩამოტვირთვა;
** პროდუქციის საწყობში გადატანა და განლაგება;
** საწყობში პროდუქციის გადაადგილება;
** აღწერებში მონაწილეობის მიღება
** დარბაზში თაროებზე პროდუქციის სტანდარტის მიხედვით მიღება/განლაგება/განაწილება.
** პროდუქციაზე ფასმაჩვენებლების სწორად და დროულად განთავსება და მონიტორინგი
** საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილი პროდუქციის დაზიანების შემთხვევაში ხელმძღვანელის ინფორმირება
** ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება.
** ნაშთების კონტროლი;

აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ინგლისური და თურქული ენის ცოდნა (სასურველია)
** საოფისე პროგრამების (Outlook, Excel) საბაზისო დონეზე ცოდნა

აუცილებელი უნარები და პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა და ენერგიულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა და შრომისმოყვარეობა;
** გუნდური მუშაობის უნარი

ჩვენ გთავაზობთ:

** მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას.

შპს "დუთი ფრი ფოინთს"-ის გთავაზობთ პროფესიულ ზრდასა და სტაბილურობას!
ჩვენს კომპანიაში გელით მეგობრული და კომფორტული სამუშაო გარემო, კარიერული განვითარების პერსპექტივა და შრომის ანაზღაურების მზარდი დინამიკა. თქვენ უზრუნველყოფილი იქნებით ყველა საჭირო რესურსით, რათა ეფექტურად და წარმატებით შეასრულოთ თქვენი სამსახურებრივი მოვალეობები.
რეზიუმეს გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კერძოდ, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონის ფარგლებში, დაამუშაოს, შეინახოს და გამოიყენოს თქვენი პერსონალური მონაცემები (CV) არაუმეტეს 12 თვის ვადით - მხოლოდ დასაქმებასთან დაკავშირებული პროცესების წარმართვის მიზნით. მონაცემები მესამე პირს არ გადაეცემა თქვენს წინასწარ თანხმობის გარეშე.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მონაცემების დამუშავება ემსახურება მხოლოდ შრომითი ან სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარების მიზანს.
შპს "დუთი ფრი ფოინთს" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს აწარმოებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თანაბარი მოპყრობისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის პრინციპების დაცვით.

გისურვებთ წარმატებას და იმედს ვიტოვებთ, რომ გახდებით ჩვენი გუნდის ღირსეული წევრი!

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: cv@dutyfreepoints.ge

სათაურის ველში მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.
ან დაგვიკავშირდით მითითებულ საკონტაქტო ნომრებზე: 591600844
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია