|
დასახელება:
უძრავი ქონების აგენტი/ბროკერი
|
| მომწოდებელი:
MyHomeSale
|
|
გამოქვეყნდა: 06 მარტი
/ ბოლო ვადა: 06 აპრილი
|
"MyHomeSale" აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების აგენტის/ბროკერის პოზიციაზე.
თუ ხარ მოტივირებული და გსურს მაღალი შემოსავლის მიღება, ეს შანსი შენთვისაა!
პირობები:
** ჩვენ გთავაზობთ ყველაზე მაღალ, 70%-იან ბონუსურ სისტემას, სადაც საშუალო შემოსავალი 1500-დან 7900 ლარამდე მერყეობს.
** მოქნილი სამუშაო გრაფიკი: იმუშავეთ კვირაში მხოლოდ 4 დღე, დილის 11:00-დან საღამოს 19:00-მდე. დაისვენეთ კვირაში 3 დღე.
** კომფორტული სამუშაო გარემო: იმუშავეთ თანამედროვე და კეთილმოწყობილ ოფისში.
დამატებითი ბენეფიტები:
** კორპორატიული ნომერი
** ინტერნეტ პორტალებზე განცხადებების განთავსებისთვის საჭირო ბალანსი
** ფიტნეს დარბაზის აბონემენტი
ძირითადი მოვალეობები:
** უძრავი ქონების მეპატრონეებთან აქტიური კომუნიკაცია.
** პორტალებზე და სოციალურ ქსელებში განცხადებების განთავსება და განახლება.
** მომხმარებლებთან შეხვედრების ორგანიზება და უძრავი ქონების დათვალიერება.
** კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება და გარიგებების წარმატებით დასრულება.
აუცილებელი მოთხოვნები: გაყიდვების ან მომსახურების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ ფოსტაზე: Info@myhomesale.ge.
მისამართი: თბილისი, გურამიშვილის გამზირი #30 მეტრო ღრმაღელის მიმდებარედ
|
|
|
|