|
დასახელება:
ქცევით ტექნიკოსი/ფსიქოლოგი
|
| მომწოდებელი:
საქართველოს ბავშვები
|
|
გამოქვეყნდა: 06 მარტი
/ ბოლო ვადა: 20 მარტი
|
არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს ბავშვები" აცხადებს ვაკანსიას ქცევით ტექნიკოსის/ფსიქოლოგის პოზიციაზე - ქალაქ თბილისში, ა.მიცკევიჩის 30/32.
კვალიფიკაცია:
** ბაკალავრის ხარისხი ფსიქოლოგიაში/დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (სასურველია ბავშვთა ფსიქოლოგია, კლინიკური ფსიქოლოგია);
** ქცევის გამოყენებითი ანალიზის ბაზისური სერთიფიკატის ფლობა (აუცილებელია);
** რუსული და ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია).
საჭირო ცოდნა და უნარ-ჩვევები:
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების პრაქტიკული გამოყენების გამოცდილება;
** ცხრილებთან და მონაცემთა ბაზებთან მუშაობის უნარები;
** ოფიციალური კორესპონდენციის წარმოების უნარები;
** კლიენტთან/ვიზიტორებთან ფორმალური ურთიერთობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** შედეგებზე ორიენტირებული მიდგომა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სტრესულ სიტუაციის მართვა - მშვიდი და კონსტრუქციული კომუნიკაცია, სიმშვიდის შენარჩუნება და კონფლიქტების მართვის ბაზისური უნარების გამოყენება.
** პუნქტუალობა/დროის ეფექტური მართვის უნარი.
სამუშაო დატვირთვა: სრული განაკვეთი
მოვალეობები:
** წლიური გეგმის შესაბამისად ქცევითი თერაპიის სეანსების ჩატარება;
** ქცევითი თერაპიის ამსახველი ჩანაწერების შევსება და ყოველთვიური გრაფიკების აგება;
** მუშაობის ინდივიდუალური განრიგის შედგენა და მართვა;
** შესრულებული სამუშაოს რაოდენობის აღრიცხვა სპეციალური ფორმით;
** სეანსებისათვის საჭირო სამუშაო გარემოს მომზადება;
** ქცევითი თერაპიის სეანსებისათვის საჭირო სამუშაო მასალების დამზადება;
** მშობლისთვის უკუკავშირის მიცემა ჩატარებულ სამუშაოსთან მიმართებაში კვირაში ერთხელ;
** ორგანიზაციის მიერ დაგეგმილ ყოველთვიურ სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა.
უფლებები:
** საქართველოს შრომის კოდექსითა და შესაბამისი ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებები.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო დრო 9:00 - 18:00 საათამდე 1 საათიანი შესვენების ჩათვლით.
** თვეში 160 საათი- ანაზღაურება: 1760.00 (ათასშვიდასამოცი და 00 თეთრი) ლარი დარიცხული (საშემოსავლო და საპენსიო გადასახადების ჩათვლით).
შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე, დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ CV ელექტრონულ მისამართზე: childrenofgeorgia1@gmail.com
განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 20 მარტის ჩათვლით.
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
პირველ ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ გასაუბრება.
|
|
|
|