Робота для біженців з України
კონსტრუქტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონსტრუქტორი
მომწოდებელი: ჰაბმშენი
გამოქვეყნდა: 06 მარტი / ბოლო ვადა: 06 აპრილი
"ჰაბმშენი" სამშენებლო-დეველოპერული კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს თბილისის შემოგარენში, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, თანამედროვე, კომფორტული და დახვეწილი დიზაინის კერძო სახლების აშენებას (ასევე უკვე აშენებულ სახლებსაც) სთავაზობს.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას კონსტრუქტორის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** სამშენებლო პროექტის არქიტექტურული ნაწილის დეტალური შესწავლა
** კონსტრუქციული პროექტის შედგენა;
** პროექტის შესაბამისად მუშა ნახაზების შედგენა;
** პროექტის შესაბამისად მასალების მოცულობების დათვლა;
** სამშენებლო ობიექტზე გასვლა და შესრულებული სამუშაოს შემოწმება

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ინჟინერიის ან სამშენებლო მიმართულებით.
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება კონსტრუქტორის პოზიციაზე
** AutoCAD - ის მაღალ დონეზე ცოდნა (Revit, Lira-ს და სხვა პროგრამების ცოდნა/მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
** სამშენებლო ნორმების და სტანდარტების ცოდნა;
** სამშენებლო პროექტების წაკითხვა/გარჩევა;
** ანგარიშების გაკეთების უნარი;

სამუშაო ადგილი: თბილისი

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hubmsheni@gmail.com და subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე