Робота для біженців з України
სამშენებლო საქმეთა მწარმოებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამშენებლო საქმეთა მწარმოებელი
მომწოდებელი: ჰაბმშენი
გამოქვეყნდა: 06 მარტი / ბოლო ვადა: 06 აპრილი
"ჰაბმშენი" აცხადებს სამშენებლო საქმეთა მწარმოებლის (პრარაბის) ვაკანსიას.

კომპანიის შესახებ:

"ჰაბმშენი" არის სამშენებლო-დეველოპერული კომპანია, რომლის მთავარ საქმიანობას თბილისსა და ქალაქის შემოგარენში, საკუთარი სახლების მშენებლობა წარმოადგენს. კომპანიის მიზანია შეუქმნას ადამიანებს კომფორტული გარემო უკეთ ცხოვრების, მუშაობისა და დასვენებისთვის. "ჰაბმშენი" უკვე 5 წელზე მეტია რაც ქართულ ბაზარზე ოპერირებს. კომპანიის შესახებ დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებგვერდზე: http://www.hubmsheni.com

სამშენებლო საქმეთა მწარმოებლის (პრარაბის) სამუშაოს აღწერა:

** სამშენებლო ნახაზების ანალიზი და მშენებლობის დაგეგმარება
** ბრიდაგებთან კომუნიკაცია და მართვა
** პროექტის მსვლელობასთან დაკავშირებით ყოველკვირეული შეხვედრების ჩატარება და მათში მონაწილეობის მიღება
** საჭირო მასალების აღრიცხვა და მოთხოვნის გაგზავნა შესყიდვაზე
** კომუნიკაცია არქიტექტორთან და კონსტურქტორთან
** საჭიროების შემთხვევაში, მშენებლობაზე მისულ კლიენტებთან კომუნიკაცია და დირექტორის ჩართვა პრობლემური სიტუაციის შემთხვევაში
** შესრულებული სამუშაოების რეპორტინგი დამფუძნებელთან და დირექტორთან
** კომპანიაში დანერგილი საინფორმაციო სისტემების გამოყენება
** ობიექტებზე მარაგების აღრიცხვა და ყოველი სამშენებლო ეტაპის დასრულების შემდეგ ინვენტარიზაციის ჩატარება.
** დირექტორთან და დამფუძნებელთან ერთად პროექტის დაგეგმვა და შემდგომ მართვა

განათლება:

** უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებსაც მიღებული აქვთ უმაღლესი განათლება არქიტექტურის ან მშენებლობის მიმართულებით.
** გამოცდილება:
** უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ სამუშაო გამოცდილება სამშენებლო-დეველოპერულ სფეროში და აქვს Archicad-თან მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები და საკვალიფიკაციო უნარები:

** ორგანიზებულობა და დროის ეფექტიანად მართვის უნარი
** თანაგუნდელებთან მაღალი დონის კომუნიკაციის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** გადაწყვეტილების სწრაფად და ეფექტურად მიღების უნარი
** Microsoft Office პროგრამები, განსაკუთრებით Excel-ის ცოდნა;
** სამშენებლო სამუშაოები და მათი შესრულების ტექნოლოგიების ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

ენები: რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
სხვა მოთხოვნები: B კატეგორიის მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილი

სამუშაო ადგილი: თბილისი (ყოველდღიური სამუშაო ადგილი დამოკიდებული იქნება ობიექტების ლოკაციაზე)
სამუშაო განაკვეთი: სრული (კვირაში 40 საათი)
სამუშაო საათები 09:00-დან 18:00 საათამდე

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელ-ფოსტაზე: hubmsheni@gmail.com და გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე