"PepsiCo" წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და ოპერირებს მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიიდან - "სოფლის ნობათი", "ჩუდო", "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Fruktoviy Sad"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Cheetos"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton".
შემოუერთდი ჩვენს გუნდს, ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატებს შრომითი ურთიერთობების სპეციალისტის თანამდებობაზე.
სამუშაო ადგილი და გრაფიკი: თბილისი, ფონიჭალა / ჰიბრიდული (40 სთ კვირაში)
დასაქმების პერიოდი: 6 თვე (შემდგომი დასაქმების პერსპექტივით)
ძირითადი მოვალეობები:
** პერსონალთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება (აყვანა, განთავისუფლება, გადაყვანა, დისციპლინური გადაცდომა, საკონტრაქტო პირობების ცვლილება და სხვ.)
** სტრუქტურული/ორგანიზაციული ცვლილებების მართვის პროცესში მხარდაჭერა;
** შრომითი ურთიერთობების მართვის პროცესში მხარდაჭერა.
კანდიდატის პროფილი:
** უმაღლესი განათლება იურიდიული, სოციალური მეცნიერებების, ბიზნესის ადმინისტრირების ან მსგავსი მიმართულებებით
** 1+ წლიანი სამუშაო გამოცდილება HR ადმინისტრაციულ საქმიანობაში
** ქართული ენის თავისუფლად ფლობა; ინგლისური B2+ დონეზე
** MS Office პროგრამების, განსაკუთრებით MS Word ცოდნა
** ეფექტური ზეპირი და წერითი კომუნიკაციის უნარები
** ანალიტიკური აზროვნება
** ცვალებად გარემოში სწრაფი ადაპტირების უნარი
** მოტივირებული, შედეგზე ორიენტირებული
რას გთავაზობთ:
** HR ადმინისტრირების მიმართულების ღირებული პრაქტიკული გამოცდილება
** ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი
** ტრანსპორტირება (მ/ს ისანი, ტექნიკური უნივერსიტეტი)
თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: career.caucasus@pepsico.com 25 მარტამდე და მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ელ-ფოსტის სათაურის ველში.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.
|