|
დასახელება:
ინჟინერ-კონსტრუქტორი
|
| მომწოდებელი:
სანიტარული კომპანია ქილერსი
|
|
გამოქვეყნდა: 05 მარტი
/ ბოლო ვადა: 05 აპრილი
|
შპს "არ სი სოლუშენს"-ის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ლითონის წარმოება და საწარმოს ოპერირება, სადაც ხდება სხვადასხვა დანიშნულების ლითონის ანაკრების პროდუქციის წარმოება, ლითონის საშუალო და დიდი ზომის კონსტრუქციების წარმოება.
შპს "არ სი სოლუშენს" ეძებს ინჟინერ კონსტრუქტორს, რომელიც მზად არის გამოცდილ გუნდთან ერთად შეასრულოს სამონტაჟო პროექტები. თუ გაქვთ ამბიცია, ჩაერთოთ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში, მაშინ ეს ვაკანსია თქვენთვისაა.
პოზიციის დასახელება: ინჟინერ-კონსტრუქტორი
მდებარეობა: საქართველო, თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (10:00-19:00)
ანაზღაურება: 5000 ლარი +, კანდიდატის გამოცდილების შესაბამისად
გთავაზობთ:
** მასშტაბურ და მრავალფეროვან პროექტებში ჩართვის შესაძლებლობას
** სწრაფ კარიერულ ზრდას და განვითარებას
ძირითადი მოვალეობები:
** კონსტრუქციული პროექტების მომზადება.
** მუშა ნახაზების მომზადება.
** მუშა ნახაზების და ასატვირთად საჭირო დოკუმენტების მომზადება.
დასაქმებულს ამ თანამდებობაზე მოეთხოვება:
** კვალიფიკაცია: მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1-წლიანი გამოცდილება.
** ნაგებობების რკინის კონსტრუქციულ პროექტებზე მუშაობის გამოცდილება.
** კონსტრუქციული პროექტების დამოუკიდებლად შესრულებისა და მართვის უნარი.
** ასატვირთი დოკუმენტების მომზადების გამოცდილება.
უნარ-ჩვევები:
** დავალების ზედმიწევნით შესრულების უნარი.
** გუნდური მუშაობის უნარი.
** ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა.
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
** ინფორმაციის სწრაფად ათვისების უნარი, სიახლეებთან მარტივად ადაპტაციის უნარი
თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, გთხოვთ გამოაგზავნეთ რეზიუმე, შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: info@rcsolutions.ge, ხოლო სათაურის ველში - "Subject" მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მოხდება კანდიდატურის განხილვა. დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლების აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს.
შენიშვნა: შენიშვნა: პირის მიერ რეზიუმე/ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისთვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 12 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
|
|
|
|