|
დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
სანიტარული კომპანია ქილერსი
|
|
გამოქვეყნდა: 05 მარტი
/ ბოლო ვადა: 05 აპრილი
|
მავნებლების კონტროლის კომპანია "ქილერი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
რეგიონი: კახეთი
ჩვენ შესახებ:
კომპანია "ქილერი" დაარსდა 2014 წელს და მავნებლების კონტროლის მიმართულებით ემსახურება წამყვან კომპანიებს საქართველოში. კომპანია მუშაობს ევროპული და ამერიკული სტანდარტების შესაბამისად. ჩვენი სერვისები მოიცავს როგორც შიდა, ასევე გარე ტერიტორიების დაცვასა და პრევენციას მავნებლებისგან.
გაყიდვების მენეჯერის ძირითადი მოვალეობები:
** პოტენციური მომხმარებლების მოძიება
** პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრების დაგეგმვა და კომპანიის სერვისების/პროდუქტების შეთავაზება
** კონტრაქტორ კომპანიებთან კომუნიკაცია და საჭირო ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიწოდება
** კონტრაქტორების მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულების მონიტორინგი
** შესრულებული სამუშაოს შესახებ რეპორტინგი მენეჯერთან
აუცილებელი მოთხოვნები:
** კანდიდატი უნდა ცხოვრობდეს კახეთის რეგიონში
** საკუთარი ავტომობილის ქონა
სასურველი კვალიფიკაცია:
** საოფისე პროგრამების საშუალო დონეზე ცოდნა (Word, Excel, PowerPoint)
** უმაღლესი განათლება
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური ენის ცოდნა (B1-B2 დონე)
სამუშაო გრაფიკისა და ანაზღაურების დეტალები შეთანხმდება გასაუბრების პროცესში.
გასაუბრება ჩატარდება დისტანციურად.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: info@killers.ge. წერილის სათაურში მიუთითეთ: "გაყიდვების მენეჯერი".
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ ჩვენს ფეისბუქ გვერდზე: https://www.facebook.com/Killers.ge
|
|
|
|