Робота для біженців з України
IT სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: IT სპეციალისტი
მომწოდებელი: General Technology
გამოქვეყნდა: 05 მარტი / ბოლო ვადა: 05 აპრილი
"General Technology" აცხადებს ვაკანსიას IT სპეციალისტის თანამდებობაზე.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 საათამდე
დასვენების დღეები: შაბათი, კვირა
ანაზღაურება: 1000-1500 ლარი

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლების ტექნიკური მოთხოვნების მიღება და შესაბამისი მხარდაჭერის გაწევა;
** სისტემური და ქსელური პრობლემების პირველადი დიაგნოსტიკა;
** მარტივი ტექნიკური საკითხების მოგვარება ადგილზე ან დისტანციურად
** საჭიროების შემთხვევაში საკითხის გადამისამართება შესაბამის განყოფილებაში;
** მომხმარებელთა კომუნიკაციის მაღალი სტანდარტის დაცვა;
** ტექნიკური პროცესების დამოუკიდებლად წარმართვა დოკუმენტირება.

საჭირო უნარები და მოთხოვნები:

** ტექნოლოგიებისადმი ინტერესი და საბაზისო ცოდნა IT მიმართულებით;
** ეფექტური კომუნიკაციისა და პრობლემების გადაჭრის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ინგლისური ენის საბაზისო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

კომპანია გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** FitPass-ს;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე:
generaltechvacancy@gmail.com. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე